„აბაშის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.489
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №339
2006 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„აბაშის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „აბაშის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №380 ბრძანებით (სსმ III, 14.01.05., №4, მუხ. 49) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბაშის პროფესიული სასწავლებლის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი-ლებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვე-პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;
გ) წესდების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სასწავლებელში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სა-მართლებრივი აქტით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.“;
დ) წესდებას დაემატოს მე-16 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი
იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლებელი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია