ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.10.2000 ძალადაკარგული 25.12.2003
ნომერი
№422
სარეგისტრაციო კოდი
000000200.01(2).004.000480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 26/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი200.012.004.480

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №422

2000 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 5 მაისის №401 განკარგულების „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემური  და ფუნქციონალური რეფორმირების შესახებ” მე-10 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით,ვბრძანებ:

1. ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნა ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართისა.

2. კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის უფლება მიეცეთ თითოეულ თანამშრომელზე გასცენ კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით.

3. ყოველთვიური და კვარტალური პრემირების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.

4. ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციებმა თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა, როგორც წესი, აწარმოონ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

5. ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):

– ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა საპრემიო ფონდისათვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ  სპეციალური სახსრების ანგარიშზე;

– ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშზე;

– მ/წლის 31 სექტემბრამდე უზრუნველყოს ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.

6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

მ. მაჭავარიანი 

 

 

 

დანართი №1

პრემიები ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციებისათვის  (ლარებში)

                              

თანამდებობის დასახელება

რაოდენობა

პრემია

1

2

3

1. ინსპექციის უფროსი

1

400

2. ინსპექციის უფროსის მოადგილე

2

370

3. განყოფილების უფროსი

6

340

4. მთავრი ბუღალტერი

1

340

5. მთავარი ინსპექტორი

13

300

6. უფროსი ინსპექტორი

21

270

7. ინსპექტორი

34

250

8. ოპერატორი

6

150

9. მძღოლი

2

180

10. საქმისმწარმოებელი

2

150

11. მდივან-რეფერენტი

1

130

12. დამლაგებელი

2

100

ს უ ლ

91

0