რეზიდენტურაში მისაღები გამოცდების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.11.2000 ძალადაკარგული 27.12.2002
ნომერი
№208/ნ
სარეგისტრაციო კოდი
170010000.11.119.004510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 112, 30/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი470.010.000.11.119.004.510

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №208/ნ

2000 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეზიდენტურაში  მისაღები  გამოცდების  წესის  შესახებ

„ჯანმრთელობის  დაცვის  შესახებ”  საქართველოს  1997წ.   10  დეკემბრის     №1139  კანონის  97-ე  მუხლის  შესაბამისად ვბრძანებ:

დამტკიცდეს  თანდართული  წესი  რეზიდენტურაში  მისაღები  გამოცდების  შესახებ  (დანართი №1).

კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  მინისტრის  პირველ  მოადგილეს,  ბატონ  ა. გამყრელიძეს.

ა. ჯორბენაძე

დანართი  №1

რეზიდენტურაში მისაღები გამოცდების  შესახებ

1. დარგობრივ  რეზიდენტურაში  მიიღებიან  ექიმები,  რომლებსაც  მიღებული  აქვთ  ზოგადი  პროფილის  ექიმის  სერ ტ იფიკატი.

2. ახალი  სპეციალობის  დაუფლების მიზნით ექიმ  სპეციალისტებს  უფლება  აქვთ  მიიღონ  მონაწილეობა  დარგობრივი  რეზიდენტურის  კონკურსში. 

3. რეზიდენტურაში  ჩარიცხვა  და  სწავლა  ხდება  მისაღები  გამოცდების  საფუძველზე  კონკურსის  წესით,  რომელსაც  არეგულირებს  მიმღები  კომისია.

4. დარგობრივ  რეზიდენტურაში სწავლის  გაგრძელების  მსურველებმა     დიპლომისშემდგომი  განათლების  სახელმწიფო  სამედიცინო  აკადემიაში  განცხადებასთან  ერთად  უნდა  წარმოადგინონ:

ა) დიპლომის  ასლი

ბ)  ზოგადი  პროფილის  ექიმის  სერ ტ იფიკატი;

გ) ამონაწერი  შრომის  წიგნაკიდან;

დ) დახასიათება  ბოლო  სამუშაო  ადგილიდან;

ე) კადრების  აღრიცხვის  ფურცელი;

ვ)  ავტობიოგრაფია;

ზ) ორი  ფოტოსურათი.  

5. განცხადების  მიღება  წარმოებს გამოცხადების დღიდან  ერთი  თვის  განმავლობაში.  

6. რეზიდენტურაში  ჩარიცხვა  ხდება  ერთიანი  სახელმწიფო  მიმღები  კომისიის  გადაწყვეტილების  საფუძველზე.

7.   მისაღები  გამოცდები  ტესტირებულია  და  ტარდება  სამ  ეტაპად:

ა)  I ეტაპი – მოიცავს  300  კითხვას  ზოგად  მედიცინაში,  გამოცდები  ტარდება   სერ ტ იფიცირების  მოდელით,  როგორც  ახალ  კურსდამთავრებულთათვის;

ბ)   II ეტაპი – წერითი  გამოცდა  სპეციალობაში;

გ)  III ეტაპი – გასაუბრება  კომისიის  წევრებთან  სპეციალობაში.

8. დარგობრივ  რეზიდენტურაში  მისაღები  გამოცდები  იწარმოებს   კალენდარული  წლის  დეკემბრის  თვეში.

9. რეზიდენტურაში  სწავლა  იწყება  კალენდარული  წლის  იანვრის  თვიდან.

10. რეზიდენტურაში  ჩარიცხულ  პირთა  ერთი  თვის  განმავლობაში  არასაპატიო  მიზეზით  გამოუცხადებლობა  წარმოადგენს  მათი  რეზიდენტურიდან  გარიცხვის  საფუძველს.