მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.024.007.080
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №1-1/135, №49/ნ, №2-17
2005 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად და მანიპულირებისა და ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების დადგენის მიზნით, ვბრძანებთ:
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ დაიშვას ალკოჰოლიანი (მათ შორის ლუდის, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.15 გრადუსს) სასმელებით სავაჭრო გარიგებების განხორციელება (გარდა ჩამოსასხმელი ღვინისა) სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსებიდან, რომლებიც შედგება ამ მიზნისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომელთა საქმიანობის ძი-რითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს.
2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ დაიშვას თამბაქოს პროდუქციით სავაჭრო გარიგებების განხორციელება სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსებიდან, რომლებიც შედგება ამ მიზნისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომელთა საქმიანობის ძირითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
4. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2005 წლის პირველი მარტიდან.
5. ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის აპრილიდან.
ა. ალექსიშვილი
ლ. ჭიპაშვილი
მ. სვიმონიშვილი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“?
- „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“ მიღებულია 16.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/135. სარეგისტრაციო კოდი — 470010010.22.024.007080.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.12.2005-დან.
- სად არის „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესების შესახებ“, №1-1/135, 16.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 470010010.22.024.007080 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348598/