საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.03.2000 ძალადაკარგული 05.05.2006
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
000000410.01(2).004.000136
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 29/03/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.136

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №34

2000 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის დროებითი დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის თანდართული პლანშეტები.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა უზრუნველყოს სასამართლო აღმასრულებლების სამკერდე ნიშნების დამზადება.

ჯ. ხეცურიანი

პლანშეტი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის გერბი

1. გერბი წარმოადგენს გეომეტრიულ ფიგურას. ესაა შუაზე გაყოფილი წრე, ანუ მთელის ორი ნაწილი. თითოეულში მოთავსებულია სასწორის (ე.ი. მართლმსაჯულების სიმბოლოს) ნახევარი. ნახევარსფეროების სფეროდ გამთლიანების (ანუ მართლმსაჯულების განხორციელების) შემთხვევაში სასწორიც გამთლიანდება. მართლმსაჯულების განხორციელება (ე.ი. სხვაგვარად აღსრულება, დასრულება, გამთლიანება) კი სააღსრულებო სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა.

2. ნახევარსფეროებს შორის მოთავსებულია ხმალი, რომელიც ერთგვარად აკავშირებს მათ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო აღმასრულებლებს გარკვეული, სამართლიანი ძალისხმევის გამოვლენა ესაჭიროებათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

3. ნახევარსფეროები ზის რომბის ფორმის, ისრებით დაბოლოებულ ერთგვარ ჩარჩოში, რომელიც თავის მიმართულებით კიდევ უფრო აძლიერებს პირველად იდეას, ანუ ორი ნახევარსფეროს ერთმანეთთან შეერთების აუცილებლობას.

4. გერბის ფერია მუქი ლურჯი.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

პლანშეტი №2

სასამართლო აღმასრულებელთა სამკერდე ნიშნები

1. რაიონული სააღსრულებო ბიუროს უფროსისათვის – ლითონის ოქროსფერი სააღსრულებო სამსახურის ემბლემა მკერდზე სამაგრით. ზომა 30/30 მმ.


 

2. სასამართლო აღმასრულებლისათვის – ლითონის ვერცხლისფერი სააღსრულებო სამსახურის ემბლემა მკერდზე სამაგრით. ზომა 30/30 მმ.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.03.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 000000410.01(2).004.000136.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.05.2006-დან.
სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“, №34, 20.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).004.000136 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348637/