„ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.012.003.616

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის ბრძანება №68

1999 წლის 3 ივნისი

ქ.თბილისი

 „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის კანონის შესაბამისად (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2 /33-347) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით

ვბრძანებ:

I. დამტკიცდეს თანდართული ჩამონათვალი „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ”;

II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მისი შეტანიდან მე-10 დღეს.

III. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.

 

ნ. ჩხობაძე

 

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი

ა) ფრინველები

 

1. Anser anser

რუხი ბატი

2. Anas penelope

თეთრშუბლა იხვი

3. Anas strepera

რუხი იხვი

4. Anas crecca

ჭიკვარა

5. Anas platyrhynchos

გარეული იხვი

6. Anas acuta

ბოლოსადგისა იხვი

7. Anas querquedula

იხვინჯა

8. Anas clypeata

ფართოცხვირა

9. Phasianus colchicus

ხოხობი

10. Alectoris graeca

კაკაბი

11. Coturnix coturnix

მწყერი

12. Fulica atra

მელოტა

13. Gallinula chloropus

წყლის ქათამი

14. Lymnocryptes minimus

ჩიბუხელა

15. Gallinago gallinago

ჩიბუხა

16. Scolopax rusticola

ტყის ქათამი

17. Columba palumbus

ქედანი

18. Columba livia

გარეული მტრედი

19. Columba oenas

გულიო

20. Streptopelia turtur

ჩვეულებრივი გვრიტი

 

ბ) ძუძუმწოვრები

 

1. Myocastor coypus

ნუტრია

2. Lepus europaeus

კურდღელი

3. Martes meles

მაჩვი

4. Martes Martes

ტყის კვერნა

5. Martes foina

ქვის კვერნა

6. Canis lupus

მგელი

7. Canis aureus

ტურა

8. Vulpes vulpes

მელა

9. Nyctereutes procyonoides

ენოტისებური ძაღლი

10. Felis silvestris

ტყის კატა

11. Sus scrofa

გარეული ღორი

12. Capreolus capreolus

შველი