"ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4682-Iს
სარეგისტრაციო კოდი
300380000.05.001.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110601014, 01/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

 1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;“.

2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას.“.

3. 24-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების, ასევე რეგულირების საფასურის დროულად გადახდა;“.

მუხლი 2

1. ეს კანონი გავრცელდეს არსებულ ხელშეკრულებებზე და ამ კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ მა საჯარო სამართლის იურიდიულ მა პირ მა–ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ კანონის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამის ი ქმედებების განხორციელება 2012 წლის               1 იანვრამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4682-Iს