„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) საქართველოს ტერიტორიული ზღვა – „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა);“;
ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო და რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი;“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ასრულებს საწარმო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ნავთობისა და გაზის სექტორის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან/და მათი ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ამოქმედებისთანავე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1039-Iს |