„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13 (20), 1999 წელი, მუხ. 49)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნავთობის გადამუშავება – პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით;
დ) გაზის დამუშავება – ბუნებრივი გაზის დამუშავება ნავთობგაზპროდუქტების მიღების მიზნით;“;
ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნავთობპროდუქტები – ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, თხევადი გაზი, საზეთი მასალები და სხვა პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 271000270, 271000290, 271000320, 271000510, 271000550, 271000590, 271000690, 271000740, 271000980 კოდებით განსაზღვრულ საქონელს;
ზ) გაზპროდუქტები – მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიიღება ბუნებრივი გაზის დამუშავებით, მისართებისა და დანამატების დამატებით ან უამისოდ და აკმაყოფილებს ტექნიკურ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 აპრილი.
№2888–Iს