"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4689-Iს
სარეგისტრაციო კოდი
310060000.05.001.016330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110601020, 01/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონ ში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის  ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით (მათ დამტკიცებამდე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით).“.

2. მე-4 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4.  ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება სა და მართვა ს ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები.“.

3. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, დედაქალაქში – ქ ალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქ ალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრ ო გადაყვანაზე ნებართვ ა ს კანონით დადგენილი წესით გა სცემს თვითმმართველი ქალაქ ის −რუსთავის უფლებამოსილი ორგანო  „საქართველოს დედაქალაქის −თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით (მ ათ დამტკიცებამდე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით). ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4689-Iს