1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
11. (ამოღებულია).
2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
სააგენტოს
უფლებამოსილების სფეროს
განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.
4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ხოლო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21. 11. 1997წ., გვ.24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.79
საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1022 - სსმ I, №24, 01.08.2001წ., მუხ.98
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.302
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №849 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.274
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2266 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.335
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3745 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.385
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7063 – ვებგვერდი, 29.07.2020