„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 111 პუნქტი:
„111. მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა.“;
ბ) 23-ე პუნქტი:
„23. ტრანზიტული მოძრაობა − თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს ისეთი ტვირთის/საქონლის გადატანას, რომლის მიტანის ადგილი არ არის მოქცეული ამ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეული, ხოლო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.“.
3. 51 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.“.
4. 52 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
5. 56 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ორივე შემთხვევაში ამ ნებართვების მოქმედების ვადებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
ქუთაისი, 4 მაისი 2018 წ. N2263-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2263-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 310060000.05.001.018839.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2263-IIს, 04.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 310060000.05.001.018839 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4193555/