"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ნებართვა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.“;
ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილებ ის სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.“.
3. 51მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორის ო სამგზავრო გადაყვანა;“.
4. 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტ ებ ით გათვალისწინებულ საქმიანობ ებ ზე ნებართვ ებ ს სააგენტო გა სც ემ ს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
5. 53 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტ ებ ით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის დამატებით საჭიროა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.“.
6. 56 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი ვადით.
3. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ნებართვა, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ვადით, ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვა.“.
7. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.“.
მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4215–Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა
- მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა
- მუხლი 51. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები
- მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები
- მუხლი 53. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები
- მუხლი 56. ნებართვის მოქმედების ვადა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.02.2011.
- როდის იქნა მიღებული "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4215-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 310060000.05.001.016179.
- რამდენი მუხლისგან შედგება "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4215-Iს, 22.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 310060000.05.001.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1232477/