„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეები
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:
ა) საკონტრაქტო;
ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;
გ) კადრის;
დ) სამოქალაქო;
ე) სამხედრო სავალდებულო.“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირს – რიგითის სამხედრო წოდებას;“.
3. მე-10 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველზე ჩაირიცხნენ.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე.“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში.
7. პირი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნილ იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. 102 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელი ირიცხება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელს სამხედრო ვალდებულება მოხდილად ეთვლება, რის შემდეგაც იგი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც ანიჭებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.“.
5. 104 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას წვევამდელი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.“.
6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლისას;“.
7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე საკონტრაქტო მოსამსახურე ან თანამშრომელი, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.
8. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1927-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია
- მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები
- მუხლი 11. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები
- მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი
- მუხლი 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა
- მუხლი 51. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეები
- მუხლი 102. (ამოღებულია)
- მუხლი 104. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1927-რს. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.05.001.018771.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1927-რს, 23.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.018771 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3978463/