,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 01 ივნისის N86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №102/ნ |
|
2024 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომ – სკოლა) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №514 დადგენილებით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) მიზნობრივი ჯგუფებისთვის ახალი სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავება, სასწავლო რესურსების განვითარება და მათი დანერგვის მხარდაჭერა;“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დირექტორი
„1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე.
3. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორი, საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. დირექტორი ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს დირექტორის მოადგილის დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
5. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
6. დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.
4. მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) უფლებამოსილია, რომ მის კომპეტენციაში არსებული გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირების უფლებით გადასცეს დირექტორის მოადგილეებს ან სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს.“.
5. 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სკოლის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საკოორდინაციო საბჭო შედგება 5 წევრისაგან და საბჭოს უფლებამოსილების ვადა არის 2 წელი.“.
6. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.“.
7. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.“.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|