„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4411-Iს
სარეგისტრაციო კოდი
340120000.05.001.016222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110317041, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტრო;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად.“;

ბ)მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობის დროს, საშიში მავნებლების, დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების დაყოვნების საშიშროებისას, მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტან ის ნებართვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციის  ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიან გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე სახელმწიფო კონტროლს ა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სპეციალურ დებულებებსა და წესებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც გამოავლინეს ადამიანისა და გარემოსთვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება);“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ბიოლოგიურ პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოებ ის ლიცენზიას გასცემს  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

8. 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ)მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებ ლებასა და განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის  სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11მარტი.

№4411–Iს