1.
საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.

2.
საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:

ა)
გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;

ბ)
გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;

გ)
უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა;

დ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ორიენტირებული იყოს მდგრადი მობილობის პრინციპზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023