სააღსრულებო პოლიციელის ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.01.2001 ძალადაკარგული 05.05.2006
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
100020000.11.106.004601
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 18/01/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  100.020.000.11.106.004.601

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №22

2001 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

სააღსრულებო პოლიციელის ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-142 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სააღსრულებო პოლიციელის ფორმის ატრიბუტიკა:

ა) სამხრეთა ტიპები და სისტემა (პლანშეტი №1);

ბ) სახელოს დანაკერი (პლანშეტი №2).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2001 წლის 22 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

პლანშეტი №1

სამხრეთა ტიპები და სისტემა

1. რიგითი.

2. უმცროსი სერჟანტი – ერთი ოქროსფერი ხაზი, შავ ფონზე.

3. სერჟანტი  – ორი ოქროსფერი ხაზი, შავ ფონზე.

4. უფროსი სერჟანტი – სამი ოქროსფერი ხაზი, შავ ფონზე.

5. ზემდეგი – ხაზისა და ვარსკვლავის კომბინირებული კომბინაცია, შავ ფონზე.

6. უმცროსი ლეიტენანტი – ერთი ოქროსფერი ვარსკვლავი Ø15 მმ შავ ფონზე, შინდისფერი კანტით.

7. ლეიტენანტი – ორი ოქროსფერი ვარსკვლავი Ø 15 მმ შავ ფონზე, შინდისფერი კანტით.

8. უფროსი ლეიტენანტი – სამი ოქროსფერი ვარსკვლავი Ø 15 მმ შავ ფონზე, შინდისფერი კანტით.

9. კაპიტანი – ოთხი ოქროსფერი ვარსკვლავი Ø 15 მმ შავ ფონზე, შინდისფერი კანტით.

10. მაიორი – ორი ოქროსფერი მუხის ფოთლის ორნამენტი, ერთი ოქროსფერი ვარსკვლავი Ø 15 მმ შავ ფონზე, შინდისფერი კანტით.

11. ვიცე-პოლკოვნიკი – ორი ოქროსფერი მუხის ფოთლის ორნამენტი, ორი ოქროსფერი ვარსკვლავი Ø 15 მმ შავ ფონზე, შინდისფერი კანტით.

12. პოლკოვნიკი – ორი ოქროსფერი მუხის ფოთლის ორნამენტი, სამი ოქროსფერი ვარსკვლავი Ø 15 მმ შავ ფონზე, შინდისფერი კანტით.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

პლანშეტი №2

სააღსრულებო პოლიციელის ფორმის სახელოს დანაკერი

სააღსრულებო პოლიციელის ფორმის სახელოს დანაკერი წარმოადგენს გეომეტრიულ ფიგურას შავი ფონითა და შინდისფერი კანტით, რომლის ზედა მხარეს მოთავსებულია წარწერა ყვითელი ასოებით: “იუსტიციის     სამინისტრო”.

გეომეტრიული ფიგურის ცენტრში მოთავსებულია ყვითელი ფერის რომბის ფორმის ისრებით დაბოლოებული ერთგვარი ჩარჩო, რომელშიც თავის მხრივ ჩახატულია იმავე ფერის შუაზე გაყოფილი წრე, ანუ მთელის ორი ნაწილი. თითოეულში მოთავსებულია სასწორის (მართლმსაჯულების სიმბოლოს) ნახევარი. ნახევარსფეროებს შორის მოთვსებულია შინდისფერი ხმალი.

გეომეტრიული ფიგურის ქვედა მხარეს მოთავსებულია წარწერა ყვითელი ასოებით: “სპს” (სააღსრულებო პოლიციის სამმართველო).