საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.120
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №191
2005 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №611 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის თანდართული წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის სტატუსი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფელდეგერო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით ოპერატიულად მიტანასა და ჩაბარებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახური”.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახურს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: გენერალ გულუას ქ. №8.
მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახური უზრუნველყოფს განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების) და სხვა დოკუმენტაციის დანიშნულებისამებრ უსაფრთხო და ოპერატიულ მიტანას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, სადაც იგზავნება კორესპონდენცია იმ ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან, ვისთანაც სამსახურს დადებული აქვს ხელშეკრულება.
2. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე თანამშრომლობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების საფელდეგერო სამსახურებთან.
3. სამსახური მასზე დაკისრებული ძირითადი ამოცანების შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს საფელდეგერო სისტემის ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის;
ბ) კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების) ადრესატამდე ოპერატიულად და საიმედოდ მიტანის უზრუნველსაყოფად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო, საავიაციო, საჭიროების შემთხვევაში სანაოსნო) მარშრუტების დახურულ ქსელს. საავიაციო მარშრუტები სრულდება სამოქალაქო ავიაციის სარეისო ხომალდების სამგზავრო სალონებში, ცალკეულ შემთხვევებში კი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებსა და სპეციალურ საფოსტო რეისების თვით მ ფრინავებში. რკინიგზისა და სანაოსნო მარშრუტები სრულდება სამგზავრო მატარებლების (ხომალდის) რბილი და კუპირებული ვაგონების ცალკე კუპეებში ან კაიუტებში სხვა მგზავრებისგან იზოლირებულად, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში სამოსამსახურე კუპეებში, საფოსტო ვაგონებსა და საფოსტო კაიუტებში.
4. სამსახური სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების (გზავნილების) მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების, გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით.
თავი II
სამსახურის ქონება და დაფინანსება
მუხლი 3. სამსახურის ბიუჯეტი
სამსახურის დაფინანსება, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. სამსახურის დაფინანსება
1. სამსახურის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამსახურის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
მუხლი 5. საბუღალტრო ანგარიშგება
სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 6. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ერთპიროვნულად მართავს უფროსი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. უფროსს ეკისრება სამსახურის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორ წარმართვაზე. მასვე ა კისრებს პასუხისმგებლობა ს სამსახურის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვის გამო.
3. სამსახურის მართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (განყოფილების უფროსები), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამსახურის ყველა თანამშრომლისათვის;
ბ) სამსახურის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს დოკუმენტაცია.
6. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა) დაიცვას სამსახურის დებულება;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. სამეურვეო საბჭო
1. სამსახურში შემოსავლის მოზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი.
თავი IV
სამსახურის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახური ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9. საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან შეთანხმებით
1. სამსახურის საკადრო და უზრუნველყოფითი (სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის) მომსახურება ხორციელდება სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან შეთანხმებით. სამინისტროს თანხმობით სამსახურმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 10. დებულებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
სამსახურის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.120
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №191
2005 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №611 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის თანდართული წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის სტატუსი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფელდეგერო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით ოპერატიულად მიტანასა და ჩაბარებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახური”.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახურს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: გენერალ გულუას ქ. №8.
მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახური უზრუნველყოფს განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების) და სხვა დოკუმენტაციის დანიშნულებისამებრ უსაფრთხო და ოპერატიულ მიტანას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, სადაც იგზავნება კორესპონდენცია იმ ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან, ვისთანაც სამსახურს დადებული აქვს ხელშეკრულება.
2. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე თანამშრომლობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების საფელდეგერო სამსახურებთან.
3. სამსახური მასზე დაკისრებული ძირითადი ამოცანების შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს საფელდეგერო სისტემის ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის;
ბ) კორესპონდენციების (გზავნილების, სპეცტვირთების) ადრესატამდე ოპერატიულად და საიმედოდ მიტანის უზრუნველსაყოფად ქმნის მუდმივ მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო, საავიაციო, საჭიროების შემთხვევაში სანაოსნო) მარშრუტების დახურულ ქსელს. საავიაციო მარშრუტები სრულდება სამოქალაქო ავიაციის სარეისო ხომალდების სამგზავრო სალონებში, ცალკეულ შემთხვევებში კი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებსა და სპეციალურ საფოსტო რეისების თვითმფრინავებში. რკინიგზისა და სანაოსნო მარშრუტები სრულდება სამგზავრო მატარებლების (ხომალდის) რბილი და კუპირებული ვაგონების ცალკე კუპეებში ან კაიუტებში სხვა მგზავრებისგან იზოლირებულად, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში სამოსამსახურე კუპეებში, საფოსტო ვაგონებსა და საფოსტო კაიუტებში.
4. სამსახური სარგებლობს კორესპონდენციების გადასატანად მარშრუტებისა და გრაფიკის შერჩევის, კორესპონდენციების (გზავნილების) მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობის ზღვრული ნორმების, გადატანის რიგითობის განსაზღვრის უფლებით.
თავი II
სამსახურის ქონება და დაფინანსება
მუხლი 3. სამსახურის ბიუჯეტი
სამსახურის დაფინანსება, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. სამსახურის დაფინანსება
1. სამსახურის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამსახურის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
მუხლი 5. საბუღალტრო ანგარიშგება
სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 6. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ერთპიროვნულად მართავს უფროსი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. უფროსს ეკისრება სამსახურის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორ წარმართვაზე. მასვე აკისრებს პასუხისმგებლობას სამსახურის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვის გამო.