საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2005 ძალადაკარგული 05.04.2006
ნომერი
№147
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.007150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 22/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.150

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №147

2005 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და ,,მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის ფორმა დანართის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ყოველთვიური ანგარიში წარადგინოს იმ საგადასახადო ორგანოში, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აპარატ(ებ)ი რეგისტრირებულია სხვა საგადასახადო ორგანო(ებ)ში, გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს როგორც საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, ასევე იმ საგადასახადო ორგანო(ებ)ში, სადაც რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ი.

3. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოსათვის დაგვიანებით წარდგენა ან წარუდგენლობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

                                                     დანართი

                                                                     

საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი

ყოველთვიური ანგარიში

წარედგინება საგადასახადო ინსპექციას საანგარიშო თვის

მომდევნო თვის 15 რიცხვამდე

ანგარიშგების პერიოდი ----------------------------------------------------------------------------------------------------------

(რიცხვი, თვე)

გადასახადის გადამხდელის დასახელება,

(ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა)

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

მისამართი:

 

იურიდიული მისამართი:

 

ფაქტობრივი ადგილი, სადაც დგას საკონტროლო-სალარო აპარატი

_

_

_

_

_

 

საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელ(ებ)ი,

საქარხნო ნომერი და გამოშვების წელი

_

_

_

_

_

 

 

ამონაგები თანხა საკონტროლო-სალარო აპარატების მაჯამებლის ჩვენებით

(თუ გადამხდელი იყენებს რამდენიმე სსა-ს, ანგარიშში აისახება თითოეულის

მაჩვენებელი ცალ-ცალკე)

საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის

მოდელ(ებ)ი და საქარხნო ნომერი

საანგარიშო თვის განმავლობაში

 

 

 

გადამხდელის ხელმოწერა   ----------------------------------------------------------------------------------

 

საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოსათვის დაგვიანებით წარდგენა ან წარუდგენლობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.