ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.07.2003 ძალადაკარგული 15.12.2005
ნომერი
№356
სარეგისტრაციო კოდი
190040000.11.117.005950
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 21/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.950

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №356

2003 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმა თანახმად დანართისა (1 გვერდი).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

 

 

ნებართვა  №00-0/0000

 

 

(ნებართვის მფლობელის დასახელება)

 

(იურიდიული მისამართი)

 

(ობიექტის მისამართი)

 

სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები:

 

ნებართვით უფლება ეძლევა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოაწყოს 

 

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სანებართვო პირობები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეაჩეროს, განაახლოს, ცვლილება შეიტანოს და გააუქმოს ნებართვა.  

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ნებართვაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

4. მონაცემები ნებართვის შეჩერების ან გაუქმების შესახებ რეგისტრირდება უწყებრივ და სახელმწიფო სანებართვო რეესტრში:

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.

 

ნებართვის მოქმედების  ვადა

 

· ნებართვა გაცემულია “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

· ნებართვა გაცემულია  საქართველოს ფინანსთა მინისტრის… წლის… თვის № ბრძანების საფუძველზე;

· აკრძალულია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის;

· ნებართვის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დუბლიკატის გაცემის შესახებ წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

· საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხს არ აგებს ნებართვის მფლობელის ფინანსური საქმიანობის შედეგებზე.

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის,

სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-                                       ხელმოწერა

უტილიზაციის დეპარტამენტის უფროსი                                 სახელი გვარი

                                                               

                                                                                           ბეჭედი