სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშებისა და მათი შევსებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430. 210.00.11.101.005.961
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №137
2003 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშებისა და მათი შევსებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის ეფქტიანობის, სახელმწიფო მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემდგომი ამაღლების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 სექტემბერის №361 ბრძანებულების “სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” და მის საფუძველზე განათლების მინისტრის 2003 წლის 4 აპრილის №54 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დებულების” თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშები და მათი შევსებისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ალ. კარტოზია
სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების შევსებისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ინსტრუქცია შემუშავებულია “სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 11 სექტემბერის №361 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების შევსებისა და რეგისტრაციის წესს.
2. სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც შეასრულებენ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, მიეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი, დადგენილი ნიმუშის სახელმწიფო დოკუმენტი (სერ ტ იფიკატი) (შემდეგში - დოკუმენტი) (დანართი 1).
3. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს გასცემს ის სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მოხელემ აიმაღლა კვალიფიკაცია.
4. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოხელემ რაიმე მიზეზით ვერ მიიღო კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო დუკუმენტი, იგი სათანადო აქტთან ერთად ინახება სასწავლო დაწესებულებაში.
5. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტი იბეჭდება მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს შეკვეთით, ერთიანი ნუმერაციით.
II. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის შევსების წესი
მუხლი 2.
1. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტი ივსება სასწავლო დაწესებულებაში ხელით, გარკვევით, ქართულ და ინგლისურ ენებზე შავი ფერის ტუშით. დოკუმენტს ხელს აწერენ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი და კვალიფიკაციის ამაღლების კომისიის თავმჯდომარე. ხელმოწერები სრულდება შავი ტუშით და მოწმდება ღერბიანი ბეჭდით. დოკუმენტში გარკვევით უნდა იქნ ე ს შეტანილი სასწავლო დაწესებულების ზუსტი დასახელება. დოკუმენტში რაიმე შესწორების შეტანა, რომელიმე გრაფის გამოტოვება ან ამოშლა დაუშვებელია.
2. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსების დროს დაშვებული შეცდომის, ან სხვა მიზნით დაზიანების შემთხვევაში, მათი ჩამოწერა ხდება სათანადო აქტის საფუძველზე. დაზიანებული დოკუმენტი აქტთან ერთად ინახება სასწავლო დაწესებულებაში;
3. კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსების დროს შეცდომის დაშვების, ან სხვა მიზეზით მისი დაზიანების შემთხვევაში, სასწავლო დაწესებულება სათანადო აქტისა და შესაცვლელი დოკუმენტის საფუძველზე გასცემს ახალ დოკუმენტს.
III. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესი
მუხლი 3.
1. სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო წიგნში (დანართი 2).
2. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაზე, აღრიცხვასა და შენახვაზე პასუხისმგებელობას ბრძანებით აკისრებს ამ დაწესებულების მუშაკებიდან შერჩეულ პირს. მისი შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა ახალ პასუხისმგებელ პირს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
3. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები, აგრეთვე, სარეგისტრაციო წიგნები და ჟურნალები, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები, ინახება ცეცხლგამძლე კარადაში, რომელიც ილუქება ამ დოკუმენტების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
4. კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება-ჩაბარებასა და გაცემაზე პასუხუხისმგებელი პირი დოკუმენტების აღრიცხვას აწარმოებს საგანგებო ჟურნალში (დანართი 3).
IV. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა
მუხლი 4.
1. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა დუბლიკატი, რომელიც ფორმდება საგანგებო რეგისტრაციის წიგნში.
2. დუბლიკატის მისაღებად მოხელემ უნდა წარმოადგინოს განცხადება სახელმწიფო დოკუმენტის დაკარგვის შესახებ.
3. მოხელის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ სასწავლო დაწესებულება გასცემს დუბლიკატს, სარეგისტრაციო წიგნის საფუძველზე (დანართი 2).
4. დუბლიკატის ბლანკის შიდა მარჯვენა მხარეს კეთდება წარწერა “დუბლიკატი”.
5. დუბლიკატზე ხელს აწერენ დაწესებულების ხელმძღვანელი და მოწმდება გ ერბიანი ბეჭდით.
V. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების შევსებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციაში ცვილებების შეტანა
მუხლი 5.
1. სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების შევსებისა და რეგისტარციის ინსტრუქციაში ცვლილებები შეაქვს საქართველოს განათლების მინისტრს სათანადო ბრძანების საფუძველზე.
დანართი 1
| გ ერბი
|
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
_______________________________________________________________________________
(დაწესებულების დასახელება)
ეს სერ ტ იფიკატი ადასტურებს, რომ -----------------------------------------------------------
(გვარი, სახელი)
აიმაღლა კვალიფიკაცია
_______________________________________________________________________________
(კურსი)
------------- წ. ------------- -დან ----------- წ. ------------ -მდე
_ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი:
_ კვალიფიკაციის ამაღლების
კომისიის თავმჯდომარე: (ბეჭედი)
_______________________________________________________________________________
| გ ერბი
|
CERTIFICATE
--------------------------------------------------------------------------------------------------------
(The name of the organization)
This certifikation proves, the
--------------------------------------------------------------------------------------------------------
(first name, last name)
improved skills
--------------------------------------------------------------------------------------------------------
(course)
from …………… to …………….
_ Head of Educational institution: (ბეჭედი)
_ Chairman of Commission of improving qualifacation:
დანართი 2
კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების
სარეგისტრაციო წიგნი
| № | სახ. დოკუმენტი | კურსდამთამთავრებ. გვარი, სახელი | დაბადების თარიღი | თანამდებობა | კვ. ამაღლ. მიმართ. და ფორმა | გამოცდ.ჩატარ. თარიღი და ოქ. № | დოკუმ.გაცემ. თარიღი | კურსდ.ხ ელის მ ოწერა | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 3
კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი
დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალი
| № | სახ. დოკუმენტი | სახელმ. დ ოკუმენტის მიღება კალენ.წ. განმავლობაში | საფუძველი | ნაშთი | შენიშვნა |