უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 08.10.1999
ძალის დაკარგვა 16.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 000000389.01(2).003.000882
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52(59), 15/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:DumbaMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:DumbaMtavr; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 59.15pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 389.012.003.882
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №304
1999 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №346 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და 1999 წლის 18 სექტემბრის №549 ბრძანებულების „უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ” შესასრულებლად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ”.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
დებულება უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ, ან რომლის შედგენაშიც მან მიიღო მონაწილეობა, მეორე სახელმწიფოს მიერ განსახილველად მიიღება ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით მხოლოდ მათი ლეგალიზაციის შემთხვევაში, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ქვეყნების შიდა კანონმდებლობით, ლეგალიზაციის გაუქმების ან გამარტივების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილენიც არიან ეს სახელმწიფოები.
2. იუსტიციის სამინისტროში შესრულებული ლეგალიზაცია ნიშნავს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან და წარმოადგენს სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ხელისმოწერისა და გერბიანი ბეჭდის ნამდვილობის დადასტურებას – ამ დოკუმენტების სხვა სახელმწიფოში გამოყენების მიზნით.
3. სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილება.
4. საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტებს ლეგალიზაციისათვის ამზადებს ნოტარიუსი, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და „სანოტარო წესით დამოწმებულ და დადასტურებულ საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენი დოკუმენტების სალეგალიზაციოდ მომზადების შესახებ” ინსტრუქციითა და „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლით.
5. დოკუმენტების ლეგალიზაციაზე სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირის უარი განიხილება დადგენილი წესით ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ ქვემდებარეობის მიხედვით.
თავი II
ლეგალიზაციის წესი და პირობები
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახდენს საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი და საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციას, რომლის დროსაც დოკუმენტზე სრულდება დადგენილი ფორმის სალეგალიზაციო წარწერა იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 9 ივლისის №196 ბრძანებით დამტკიცებული ბეჭდისა და დამადასტურებელი წარწერის შტამპის ნიმუშის მიხედვით.
7. იუსტიციის სამინისტროს სალეგალიზაციოდ აქვს სპეციალური მრგვალი გერბიანი ორენოვანი ბეჭედი და სალეგალიზაციო წარწერის შტამპი.
8. პასუხისმგებლობა ლეგალიზაციის ბეჭდისა და შტამპის გამოყენებასა და შენახვაზე ეკისრება სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს.
9. საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაცია, როგორც წესი, წარმოებს ქსეროასლებში, ქსეროასლების დამოწმება ლეგალიზაციისათვის ხდება „ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად.
10. იუსტიციის სამინისტრო ლეგალიზაციის პროცესში ხელმძღვანელობს „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს ნოტარიუსთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში მოცემული ნოტარიუსთა ხელისმოწერისა და გერბიანი ბეჭდის ნიმუშებით.
11. ნოტარიუსების მიერ გერბიანი ბეჭდის გამოცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება იუსტიციის სამინისტროს.
12. სხვა სახელმწიფოში გაცემულ დოკუმენტებს ნოტარიუსი ღებულობს, თუ ისინი ლეგალიზებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. ლეგალიზაციას არ საჭიროებენ დსთ-ის ქვეყნებში წარსადგენი დოკუმენტები, რომლებიც შესრულებულია 1996 წლის 11 ივლისის შემდგომ პერიოდში.
14. თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირს გაუჩნდა ეჭვი, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები ყალბია ან შესრულებულია დადგენილი წესების დარღვევით ან არაუფლებამოსილი ნოტარიუსის მიერ, მაშინ იგი არ ახდენს დოკუმენტების ლეგალიზაციას და ატარებს გადაუდებელ ღონისძიებას აღნიშნული დოკუმენტების ირგვლივ ჭეშმარიტების დასადგენად.
15. იუსტიციის სამინისტროში ლეგალიზებული დოკუმენტი რეგისტრირებულ უნდა იქნეს სპეციალურ ჟურნალში, მიენიჭოს დამოუკიდებელი ნომერი, აქვე ასახული უნდა იყოს შესაბამისი ნოტარიუსის რეკვიზიტები, ლეგალიზაციის თარიღი და ლეგალიზაციის მთხოვნელი პირის ხელის მოწერა.
იუსტიციის სამინისტრო ლეგალიზაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებს ლეგალიზაციას უკეთებს წარმოდგენიდან ხუთი დღის ვადაში.
თავი III
დოკუმენტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ლეგალიზაციას
16. ლეგალიზაციას არ ექვემდებარება დოკუმენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან გაფორმებულია ოფიციალური დოკუმენტისათვის წაყენებული მოთხოვნების დარღვევით.
17. ლეგალიზაციას არ ექვემდებარება დოკუმენტი, რომელიც არ მოწმდება სანოტარო წესით. აგრეთვე დოკუმენტი, რომლის გადაგზავნა ან გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
18. იუსტიციის სამინისტრო არ ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი იმ დოკუმენტის ლეგალიზაციას, რომელიც არ არის სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული.
თავი IV
სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მიმართ წაყენებული მოთხოვნები. სალეგალიზაციო წარწერის შესრულების წესი
19. სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული. ნოტარიუსის ხელისმოწერა და ბეჭდის გამოსახულება სრულდება გარკვევით.
20. დოკუმენტებში შესწორებების და მინაწერების გაკეთება ხდება ნოტარიუსის მიერ სათანადო წარწერის გაკეთებამდე. შესწორებები და მინაწერები კეთდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს თავდაპირველად შეცდომით დაწერილის, შემდგომ გადახაზულისა და შესწორებულის წაკითხვა.
21. მას შემდეგ, როცა ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი დარწმუნდება, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები შესრულებულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადახდილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 23 სექტემბერის №278 ბრძანებით დადგენილი გადასახადი, ახდენს დოკუმენტის ლეგალიზაციას.
22. ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით შესრულებული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
23. სალეგალიზაციო წარწერაში შესწორებებისა და დამატებების შეტანა დაუშვებელია. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სალეგალიზაციო წარწერაში შეტანილია შესწორებები და დამატებები, ამის შესახებ შენიშვნას აკეთებს და შემდეგ ხელს აწერს მხოლოდ ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
24. სალეგალიზაციო წარწერა შეიძლება შესრულდეს ავტოკალმით, დაიბეჭდოს საბეჭდ მანქანაზე ან დაესვას შტამპი. თუ დოკუმენტზე სალეგალიზაციო წარწერისათვის არ არის ადგილი, მაშინ სალეგალიზაციო წარწერა შესრულდება ცალკე ფურცელზე, რომელიც თან დაერთვის დოკუმენტს, გაეყრება ზონარი და დამოწმდება ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელისმოწერითა და ბეჭდით.
25. თარგმანი, რომელიც შესრულებულია დოკუმენტისაგან ცალკე ფურცელზე, მიეკერება ძირითად დოკუმენტს, გაეყრება ზონარი და დამოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
26. ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევით ლეგალიზებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა არა აქვს.