საზღვაო დარგში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.08.2003
ძალის დაკარგვა 21.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 310120000.11.115.006011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 20/08/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.07.2006
დოკუმენტის ტექსტი
საზღვაო დარგში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:120%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.005.011.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №49
2003 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საზღვაო დარგში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
”ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, 22-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ”საზღვაო დარგში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ”.
2. ბრძანება ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
საზღვაო დარგში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგია და პროცედურები
მუხლი 1🔗. დოკუმენტის მიზანი
1. ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოს კანონის “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და დადგენის წესის პროცედურების განსაზღვრა.
2. ტარიფების შემუშავების წინამდებარე მეთოდოლოგია, დადგენის წესი და პროცედურები (შემდგომში _ მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოს საზღვაო სფეროს არსებულ ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ფინანსურ მდგომარეობას და ეფუძნება დადგენილ ტარიფში გაწეული მომსახურების ღირებულების სრულ ასახვას გონივრული მოგების კომპონენტთან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებთან ერთად.
მუხლი 2🔗. მეთოდოლოგიაში და კონკრეტული ტარიფების შემუშავების დროს გამოყენებულ ტერმინთა გარმარტებანი
1. ნაოსნობის რეჟიმები:
ა) “ეროვნული გადამზიდავი” – იგულისხმება საქართველოს დროშით მცურავი გემები, რომლებიც ახორციელებენ ნაოსნობას აზოვისა და შავი ზღვის აუზში საქართველოსა და დსთ-ის ნავსადგურებს შორის;
ბ) “გემები შეღავათიანი ან ეროვნული რეჟიმით” – გემები, რომელთა დროშის სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება სავაჭრო ნაოსნობის შესახებ და აგრეთვე საქართველოს დროშით მცურავი გემები, რომლებიც ახორციელებენ ნაოსნობას არა დსთ-ის ქვეყნებში;
გ) “გემები ჩვეულებრივი რეჟიმით” – გემები, რომელთა დროშის სახელმწიფოსთან საქართველოს არა აქვს დადებული ხელშეკრულება სავაჭრო ნაოსნობის შესახებ.
2. გემების დაჯგუფება:
ა) A – ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები;
ბ) B – შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, გარდა A და C ჯგუფისა;
გ) C – “ეროვნული გადამზიდავი” სატვირთო-სამგზავრო ბორნები;
დ) D – შორეული ნაოსნობის უცხოური სატვირთო-სამგზავრო ბორნები;
ე) E – “ეროვნული გადამზიდავი” სამგზავრო გემები;
ვ) F – “ეროვნული გადამზიდავი” ტანკერები;
ზ) G – “ეროვნული გადამზიდავი” ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები, გარდა C და E ჯგუფებისა;
თ) H – ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები და საჰოსპიტლო გემები;
ი) I – ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრო ტონამდე წყალწყვის მქონე გემები;
კ) J – ნავსადგურებში თავშესაფრად, შეკვეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები;
ლ) K – სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო-სასამსახურო, სამეცნიერო-კვლევითი გემები;
მ) L – სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები.
მუხლი 3🔗. ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები
1. მეთოდოლოგია შემუშავებულია საქართველოს კანონის “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების შესახებ”, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე.
2. მეთოდოლოგია ვრცელდება საზღვაო სფეროს საქმიანობაზე და მომსახურეობის სახეობებზე საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვით დარგის ფუნქციონირებისა და განვითარების პირობებში.
3. მეთოდოლოგიის მოთხოვნები ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის საზღვაო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და რომლებშიც სამეწარმეო სუბიექტების სახით მონაწილეობენ იურიდიული და ფიზიკური (მ.შ. რეზიდენტი და არარეზიდენტი) პირები.
4. მეთოდოლოგია გამოიყენება, როგორც სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცეული ტარიფების განაკვეთების საანგარიშოდ, ისე საზღვაო სფეროში დანახარჯების შეფასებისა და სატარიფო ველის ირიბი მეთოდებით ფორმირების საანგარიშო ორიენტირების განსაზღვრის მიზნით.
5. ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიური საფუძველია გაწეული ხარჯების სრული დაფარვის პრინციპი, ტარიფის გამჭვირვალობა, ობიექტურობა, მოქნილობა, უცხოურ კომპანიებთან კონკურენციაში ეროვნული სამეწარმეო სუბიექტების მხარდაჭერა, მომხმარებლის ინტერესების დაცვა, ანტიმონოპოლიური მიდგომები, კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, არსებული ინფრასტრუქტურის საწარმოო სიმძლავრეების მაქსიმალური გამოყენება და პრიორიტეტების რანჟირებული დონის გათვალისწინება.
მუხლი 4🔗. ტარიფების ფორმირების ზოგადი პრინციპები
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტარიფების დადგენის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) მომხმარებლის დაცვა მონოპოლიური ფასებისაგან;
ბ) მომსახურებისათვის საჭირო, ეკონომიკურად გამართლებული ყველა დანახარჯების გათვალისწინება.
2. დასახული მიზნების მისაღწევად ტარიფები ხელს უწყობს შემდეგი კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას:
ა) სატრანსპორტო მომსახურებით საზოგადეობის ყველა მომხმარებლის ეფექტიანი, იაფი და საკმარისი მოცულობის მომსახურების ხელშეწყობა;
ბ) ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკისა და ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების პროცესში მათი პრიორიტეტების ადეკვატური გათვალისწინება;
გ) ქვედარგში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა;
დ) ძირითადი ფონდებისა და მცურავი საშუალებების განახლება და მაქსიმალური დატვირთვა;
ე) შიდა და გარე ბაზრების არსებული გადახდისუნარიანობის პირობებში სატრანსპორტო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ვ) სატარიფო სისტემის მოქნილობის და ბაზრის კონიუქტურის შეცვლისადმი მაღალი ადაპტირების უნარის უზრუნველყოფა;
ზ) ტარიფების დიფერენცირებულ განაკვეთებში შესაბამისი ოპერატორების სპეციფიკის გათვალისწინება.
3. პროცედურულად რაციონალური სატარიფო პოლიტიკის გატარების აუცილებელი პირობებია:
ა) საზღვაო სფეროს მომსახურებისათვის საზოგადოებრივად აუცილებელი დანახარჯების საშუალო მიმდინარე დონისა და სტრუქტურის, სპეციალური გადაზიდვების სპეციფიკასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ბუნებისა და მოცულობის შესწავლა და გათვალისწინება ტარიფებში;
ბ) მომსახურების ბაზრის ცვალებადი კონიუნქტურის შესაბამისად რენტაბელური ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით ტარიფების შეცვლის დასაშვები ზღვრების ან ფიქსირებული განაკვეთის განსაზღვრა;
გ) სატრანზიტო გადაზიდვების სატარიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალური დატვირთვის უზრუნველყოფა შესაბამის მულტიმოდალურ ტვირთნაკადებში მონაწილე ტრანსპორტის ყველა სახეობასთან (საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო) სინქრონიზირებული მოგების ნორმის გამოყენების პრინციპზე დაყრდნობით.
4. ტარიფების განაკვეთის რიცხვითი მნიშვნელობა ყალიბდება შესაბამისი საქმიანობის კუთრი ხარჯების, გადასახადების და მოგების კომპონენტის შეჯამებით.
მუხლი 5🔗. მომსახურების დანახარჯების კომპონენტების განსაზღვრა
1. მომსახურების ტარიფებს საფუძვლად უდევს დანახარჯების სრული გათვალისწინების პრინციპი. ამ ღირებულების საფუძვლის გაანგარიშებისას გაითვალისწინება შემდეგი დანახარჯების კომპონენტები:
Cსმ = Cექს +Cადმ + Cკდ + Cგად + Cსხვ
Cექს – საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები;
Cადმ – ადმინისტრაციული და საერთო ხარჯები;
Cკდ – კაპიტალური დანახარჯები;
Cგად – გადასახადები, რომლებიც მიეკუთვნებიან თვითღირებულებას;
Cსხვ – სხვა ხარჯები.
2. საექსპლუატაციო ხარჯებს მიეკუთვნება:
ა) ძირითადი საწარმოო პერსონალის შრომის ანაზღაურება, სოციალური და სამედიცინო დაზღვევა, საპენსიო შენატანები, მგზავრობის ხარჯები, სადღეღამისო გადასახდელები, კადრების მომზადების ხარჯები, საძიებო და საპროექტო, საკონსტრუქტორო სამუშაოები (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ასეთი სამუშაოების შედეგად იქმნება ახალი მსხვილი აქტივები), ძირითადი საშუალებების დაზღვევაზე გაწეული ხარჯები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
ბ) დახარჯული მასალებისა და ინსტრუმენტების ღირებულება, ექსპლუატაციისა და ტექმომსახურების პროცესში გამოყენებული სათბობის და ელექტროენერგიის, კომუნალურ მომსახურებაზე, საკანცელარიო და საფოსტო ხარჯები, შენობების და დანადგარების იჯარის გადასახადი;
გ) საკონტრაქტო მომსახურების ანაზღაურება.
3. ადმინისტრაციული და საერთო ხარჯები:
ისინი მოიცავენ დანახარჯებს იმ პერსონალზე, რომელიც უშუალოდ ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს (დაგეგმვა და ფინანსირება, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე მომსახურება), ასევე დანახარჯებს იმ შენობისა და დანადგარების ექსლუატაციასა და ტექმომსახურებაზე, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული და საერთო მიზნებისათვის.
4. კაპიტალურ დანახარჯებში შედის:
საამორტიზაციო ანარიცხები გაიანგარიშება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საკუთარ ძირითად ფონდებზე, ისინი გამომდინარეობენ მათი თავდაპირველი ღირებულებიდან, მონტაჟისა და გამოცდის დანახარჯებიდან, იმ საძიებო და საპროექტო საკონსტრუქტორო სამუშაოების ღირებულებიდან, რომელთა შედეგად შეიქმნა ახალი ძირითადი აქტივები. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის რეგისტრირებული თავდაპირველი ღირებულება, შესაბამისი აქტივების ღირებულების შეფასება ხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურების გამოყენებით. საკრედიტო პროცენტები ძირითადად იყოფა ორ კატეგორიად:
ა) პირველი კატეგორია მოიცავს სარგებელს, რომელიც მიეცემა კრედიტორებს მათი კაპიტალით სარგებლობისათვის. როგორც წესი, ეს კაპიტალი მიმართულია ახალი აქტივების შესაძენად;
ბ) მეორე კატეგორია მოიცავს კატეგორიას, რომელიც გათვალისწინებულია შიდა მიზნებისათვის მთლიანი კაპიტალის ხარჯვის დასადგენად. ნასესხები კაპიტალი დაფინანსებული აქტივების შეძენის ხარჯების განსაზღვრის პროცესში, ზემოთ ნახსენები კატეგორიებიდან, მხედველობაში მიიღება სარგებლის მხოლოდ ერთ-ერთი კატეგორია.
5. ლიზინგის გადასახდელი მთლიანად მიეკუთნება საწარმოს თვითღირებულებას.
6. თვითღირებულებისადმი მიკუთვნებული გადასახადების დარიცხვა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. სხვა ხარჯები შეიცავს საიჯარო ქირას, ბიუჯეტის სესხებისა და კრედიტების სარგებელის გადახდას, ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების და კონტროლის ხარჯებს, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ცვეთის ანაზღაურების ხარჯებს, სალიცენზიო გადასახადელს და სხვა ხარჯების მუხლებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხარჯების სხვა კომპონენტებში.
მუხლი 6🔗. მოგების ნორმის ფორმირება
1. ტარიფში გათვალისწინებული ნორმატიული მოგება, გარდა სამეწარმეო სუბიექტისათვის დივიდენდის მიცემისა და განვითარების ფონდების ფორმირებისა:
ა) წარმოადგენს სხვადასხვა რისკებისაგან დაცვის საშუალებას;
ბ) არის საბაზრო კონიუნქტურის ცვალებადობისადმი ტარიფების ადაპტირების ძირითადი კომპონენტი;
გ) უზრუნველყოფს კავშირს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და განხორციელებული მომსახურების დაფინანსებას შორის;
დ) ითვალისწინებს სახელმწიფო სფეროში მოქცეული სამეწარმეო სუბიექტების მომსახურების ტარიფებისადმი სხვადასხვა სპეცმოთხოვნებს.
2. რისკებისაგან ტარიფის დაცვის მექანიზმი ითვალისწინებს ორი სახის რისკებს:
ა) პროგნოზირებული მომსახურების მოცულობაზე ნაკლების შესრულებით, მოულოდნელი ფორს-მაჟორული ხარჯებისა და სხვა მოვლენებისას თვითღირებულების დონის მერყეობას, რისთვისაც გამოიყენება K1 კოეფიციენტი. მისი ოდენობა განისაზღვრება ბოლო 5 წლის განმავლობაში მომსახურების დაგეგმილი და ფაქტიური კუთრი ხარჯების ყველაზე დიდი განსხვავების გათვალისწინებით ფორმულით:
K1=(Cფ–Cგ)MAX/Cგ,
სადაც Cგ და Cფ – არის გეგმური და ფაქტიური კუთრი ხარჯები იმ წელს, როდესაც (Cფ–Cგ) MAX, ხოლო ამ პარამეტრების ტოლობის ან ფაქტიურის გეგმიურზე ჭარბობის შემთხვევაში K1=0;
ბ) დაზღვეული ტვირთვის დაზიანების ან დაკარგვის (დატაცების) შესაძლო ზარალს, რისთვისაც გამოიყენება K2 კოეფიციენტი,. მისი ოდენობა იანგარიშება ფორმულით:
K2= ZN/Q,
სადაც ZN – არის ტვირთის დაზღვევის ღირებულება ან რისკებით მიყენებული ზარალი, Q – შესაბამისი ტვირთის კუთრი სადაზღვევო ღირებულება.
3. საბაზრო კონიუნქტურის ცვალებადობისადმი ადაპტირების მიზნით გამოიყენება K3 კოეფიციენტი. მისი რიცხვითი მნიშვნელობა შეირჩევა 0.8–1.2 ფარგლებში, მ. შ. მომსახურების მოცულების შემცირებისათვის გამოიყენება ქვედა ზღვრის მნიშვნელობები, არასაკმარისი სიმძლავრის შემთხვევაში კი – ზედა ზღვრის მნიშვნელობები.
4. ტარიფისადმი სხვადასხვა სახის სპეცმოთხოვნების გათვალისწინება (სპეცტარიფი, სამთავრობო შეთანხმებები და ა.შ.) შეიძლება K4 კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ასეთი სპეცმოთხოვნების განსახორციელებლად აუცილებელ დამატებით ხარჯებს და იანგარიშება ფორმულით
K4 = 1+ ΔC/C,
სადაც ΔC – არის სპეცმომსახურების დამატებითი კუთრი ხარჯები,
C – თვითღირებულება.
5. მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებისათვის გამოიყენება ნორმატიული რენტაბელობის საანგარიშო დონე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ქვეყნის შიდა საფინანსო ბაზარზე წინა საანგარიშო პერიოდში არსებული მოკლევადიანი საკრედიტო რესურსების სარგებლის განაკვეთთან და იანგარიშება ფორმულით:
R < 2Kკრ
სადაც R– არის ნორმატიული რენტაბელობის მაჩვენებელი, 2Kკრ – არის ქვეყნის საფინასო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული საკრედიტო რესურსების საშუალო წლიური სარგებელი.
6. მაკროეკონომიკური ფაქტორების კიდევ ერთი ელემენტი – ვალუტის საბაზრო კურსი სხვა ვალუტასთან მიმართებაში გაითვალისწინება K5 კოეფიციენტით, რომლის მნიშვნელობა მიიღება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსის შესაბამისად.
7. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ტარიფის თვითღირებულებასთან დაკავშირებული მოგების კომპონენტის საანგარიშოდ გამოიყენება ფორმულა:
M= [1+K1+(0.01R-K1)K3K4] (1+K2)K5C
სადაც M – არის კუთრი მოგების გამთვალისწინებელი კომპონენტი, C – თვითღირებულება, K1 – ითვალისწინებს მოგების მინიმალურ დონეს, რომელიც იცავს კომპანიას თვითღირებულების მერყეობისაგან, R – ადგილობრივი საფინანსო ბაზრის კონიუნქტურასთან დაკავშირებული ნორმატიული რენტაბელობა, K2 – დაზღვევის რისკების გათვალისწინების კოეფიციენტი, K3 – გადაზიდვების ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებული კოეფიციენტი, K4 – სპეცტარიფის კოეფიციენტი, K5 – საბაზრო გადაცვლის კურსი მუშა ვალუტის მიმართებაში.
8. მოყვანილ ფორმულაში K3 და K4 კოეფიციენტების ნამრავლი შიდა გადაზიდვებისათვის არ უნდა იყოს (0,02R – K1)-ზე მეტი არსებული გადახდისუნარიანი მოთხოვნის მიუხედავად.
მუხლი 7🔗. გადასახადები
1. საერთაშორისო გადაზიდვების და მომსახურების ტარიფების სტრუქტურაში არ არის შეყვანილი დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც დაერიცხება ტარიფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გადასახადები, რომლებიც თვითღირებულებას მიეკუთვნება, გაითვალისწინება თვითღირებულების შემადგენლობის შესაბამისი კომპონენტის სახით.
3. თვითღირებულების მდგენელებისა და გადასახადების საბალანსო ანგარიშებში სწორად და ადეკვატურად ასახვის, აგრეთვე მუშაობის ეფექტურობის ამსახველი ფინანსური კოეფიციენტების სწორად დადგენის მიზნით, სახელმწიფო რეგულირების სფეროში შესულ სამეწარმეო სუბიექტს საკუთარი ხარჯებით ყოველწლიურად უტარდება საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის სრული დოკუმენტალური აუდიტორული შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. სანავსადგურო მომსახურების ტარიფების სახეები და ფორმირების წესი
1. ტარიფების დონის დასადგენად მონაცემთა ძირითად წყაროს წარმოადგენს აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემები. ამა თუ იმ მომსახურების ღირებულების განსაზღვრის სიზუსტე დამოკიდებულია აღრიცხვიანობის დეტალიზაციის დონეზე.
2. სანავსადგურო მომსახურების ცალკეული გადასახდელის ღირებულებით საფუძველში შემავალი კომპონენტები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ რომელ ნავსადგურში, კერძოდ, რა სახის მომსახურებისათვის აიღება გადასახდელი, როგორია ცალკეული ნავსადგურის დანახარჯთა სტრუქტურა, ამ დანახარჯების აღრიცხვის დეტალიზაციის დონე.
3. სანავსადგურო მომსახურების ტარიფების დასადგენად განისაზღვრება სანავსადგურო გადასახდელების და მომსახურების სახეები. ქვემოთ ჩამოთვლილია სახელმწიფო რეგულირებადი ფასებით სანავსადგურო მომსახურების სახეები და მათზე დანახარჯების მიკუთვნების მეთოდები:
ა) შუქურით და სანავიგაციო მოწყობილობებით სარგებლობის ტარიფი მოიცავს ისეთი სანავიგაციო მოწყობილობების შენახვის ხარჯებს, როგორიცაა შუქურები, არხის და სხვა შუქნიშნები, რომლებიც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოებისათვის. მასვე მიეკუთნება სპეციალური დანიშნულების გემების შენახვის ხარჯები;
ბ) ნაოსნობის მართვის ტარიფს მიეკუთვნება სახელმწიფო საზღვაო ინსპექციისა და ნაოსნობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების შენახვის ხარჯები;
გ) სახელმწიფო საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ტარიფი მოიცავს ცენტრის, სამაშველო-საძიებო გემებისა და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის საჭირო დანადგარების შენახვის ხარჯებს;
დ) სატონაჟო ტარიფს მიეკუთნება შიდა სანავსადგურო გზების, ხიდების, შენობების, ტერიტორიის, განათების, ტალღამჭრელების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ნაწილის, სანავსადგურო ფლოტის ნაწილის, სალოცმანო გემებისა და სხვა საშუალებების შენახვის ხარჯები, რომლებიც არ მიეკუთნება სპეციფიკური სანავსადგურო ფუნქციების შესრულებას;
ე) სალოცმანო გაცილების ტარიფს მიეკუთნება ნავსადგურში შემოსული გემების სალოცმანო მომსახურების ხარჯები – ძირითადი ნავსადგურის კაპიტნისა და სალოცმანო სამსახურების შენახვის ხარჯები;
ვ) სანიტარიული მომსახურების ტარიფს მიეკუთნება გემების ნარჩენების, ნავთობისა და ქიმიკატების მიღების, შენახვისა გადამუშავების ხარჯები;
ზ) არხით სარგებლობის ტარიფს მიეკუთნება არხის სათანადო სიღრმეების შენარჩუნებისათვის გაწეული ხარჯები, სანავსადგურო ფლოტის ნაწილის, სპეციალური მიწახაპია გემებისა და სხვა საშუალებების შენახვის ხარჯები;
თ) ბუქსირებით მომსახურების ტარიფს მიეკუთნება საბუქსირო გემების შენახვის ხარჯები;
ი) გემის მიბმის ტარიფს მიეკუთნება გემების ნავმისადგომთან დაყენების და მიბმის ხარჯები, აგრეთვე ნავმისადგომის გასწვრივ მცირე მანძილზე გადაადგილების ხარჯები;
კ) ნავმისადგომთან დგომის ტარიფს მიეკუთნება ნავმისადგომის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები, აგრეთვე სანავსადგურო ფლოტის ნაწილის შენახვის ხარჯები.
მუხლი 9🔗. ტარიფების დადგენის პირობები და პრინციპები
1. საზღვაო სფეროში მომსახურების ტარიფების დადგენის წესი და პროცედურები ასახავენ იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” და სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების შესაბამისად ნავსადგურებში მომუშავე ორგანიზაციების მიერ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში წარდგენილი განაცხადი.
2. მომსახურების კონკრეტულ სახეზე ტარიფის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცევის ინიციატორი შეიძლება იყოს, როგორც თავად სამეწარმეო სუბიექტი, ისე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ან დარგობრივი სამინისტრო, რომლებიც კანონით დადგენილ შემთხვევაში ღებულობენ გადაწყვეტილებას ამის შესახებ.
3. ყველა სხვა სახის საზღვაო სფეროსადმი მიკუთვნებული სახელმწიფო რეგულირებაში მოქცეულ სამუშაოთა სპეციალური მომსახურების ტარიფები, რომელთა ფორმირების კონკრეტული პროცედურები არ არის მითითებული მეთოდიკაში, ყალიბდება მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების საერთო მიდგომების გამოყენებით.
4. თავისი ინიციატივით ადმინისტრაცია შეიმუშავებს და წარადგენს სამინისტროში დასამტკიცებლად ზღვრულ ან ფიქსირებულ ტარიფებს ორ შემთხვევაში:
ა) – მომსახურების კონკრეტულ სახეზე ტარიფი ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) – მომსახურების კონკრეტულ სახეზე გარკვეულ პერიოდში არაკონკურენტული გარემოს შექმნის დასაბუთების შემთხვევაში.
5. ტარიფის დასადგენად საწარმოები ვალდებულნი არიან წარადგინონ ადმინისტრაციაში მისი მოთხოვნით აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ტარიფის დასადგენად. ტარიფის საინიციატივო წესით შეცვლისას ისინი დამატებით წარადგენენ განაცხადს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს წარმომდგენის დასახელება, მომსახურების სახე, მისამართი, საკუთრების ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი.
6. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული ფორმების მიხედვით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ტარიფის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
7. ყოველი სატარიფო განაცხადი ხელმოწერილი უნდა იქნეს საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის დროულად შეგროვებაზე, მიწოდების დროულობაზე, წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტეზე და სისრულეზე.
მუხლი 10🔗. ტარიფის დადგენის პროცედურები
1. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია 10 დღის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ განაცხადს და ადგენს მიიღოს განაცხადი სრულად ან/და მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. უკანასკნელ შემთხვევაში განაცხადი არ ჩაითვლება სრულად, სანამ ასეთი ინფორმაცია არ იქნება წარმოდგენილი.
2. განაცხადის სრულად მიღების შემდეგ ადმინისტრაცია განიხილავს მას, შეიმუშავებს და წარადგენს დასამტკიცებლად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში 20 დღის ვადაში სახელმწიფო რეგულირებად ტარიფებს.
3. ადმინისტრაციის ინიციატივით სახელმწიფო რეგულირებაში ამა თუ იმ საქმიანობის მოქცევის შემთხვევაში იგი:
ა) ატარებს შესაბამისი ბაზრის მარკეტინგულ გამოკვლევას მის რომელიმე სეგმენტში არაკონკურენტული გარემოს არსებობის ფაქტის დასადგენად;
ბ) შეისწავლის მოცემული საქმიანობის დინამიკას წინა 5-წლიან პერიოდში და ახორციელებს მის პროგნოზირებას მომდევნო საანგარიშო წლისათვის;
გ) შესრულებული კვლევის საფუძველზე ადმინისტრაცია ახორციელებს შესაბამისი ტარიფების გაანგარიშებას;
დ) ადმინისტრაციის ინიციატივით სახელმწიფო რეგულირებაში ტარიფების განსაზღვრის ვადები დგინდება გეგმურ საწყისებზე.
4. სახელმწიფო რეგულირებადი ტარიფები ძალაში შევა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში დამტკიცების და მინისტრის შესაბამისი ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან.
მუხლი 11🔗. შესწორების შეტანა
მეთოდიკაში შესწორებები შეიტანება ადმინისტრაციის წარდგენის და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებას.