საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.055
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №104
2000 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
პლანშეტი
საქართველო იუსტიციის სამინისტროს ემბლემა
გამოსახულება წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ემბლემას, რომელიც მოთავსებულია ოვალში. იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს რამდენიმე სიმბოლოს კომპოზიციურ შენაერთს, კერძოდ:
1. გამოსახულების საფუძველს წარმოადგენს გადაშლილი წიგნი. ამ შემტხვევაში იგი მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციაზე – კანონშემოქმედებით ფუნქციაზე.
2. გამოსახულების ცენტრში მოთავსებულია ადამიანის სიმბოლური გამოსახულება, რომელსაც ერთგვარად იფარავს (იცავს) გაშლილი წიგნის (ანუ კანონის) აფრიალებული ფურცლები. ეს მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვაზე.
3. გადაშლილი წიგნის აფრიალებულ ფურცლებზე (ანუ კანონზე) დაყრდნობილია სასწორი – ანუ სამართლის საყოველთაოდ მიღებული სიმბოლო.
4. გამოსახულების ფერი არის ლურჯი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.02.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 000000110.01(2).004.000285.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.02.2005-დან.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“, №104, 15.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000110.01(2).004.000285 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1353670/