საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №263 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთა საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.04.2004 ძალადაკარგული 31.10.2008
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
200010000.11.117.006455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 16/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.455

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №263

2004 წლის 15 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთა საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთა საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება” (თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანება „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ“.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთა საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთა საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება” (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. დებულება განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოთა მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობისა და მოხელეთა რეზერვის ფორმირების წესებს.

თავი II. საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია

    მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორაგნოთა საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას, რეზერვის ფორმირებას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებს და მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომი-სიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.

4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის მიზანი

1. კომისიის მიზანია კანდიდატთა და მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:

ა) უზრუნველყოფს ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების დადგენილი წესების და პროცედურების დაცვას;

ბ) რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა და მოხელეთა სიას და მათ რაოდენობას;

გ) უზრუნველყოფს ტესტური ნამუშევრების გასწორებას;

დ) აფიქსირებს გამოსაცდელის მიერ წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის მოხსნის კანდიდატს ან მოხელეს ტესტირებიდან;

ე) ტესტირების ვადის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა ან მოხელეთა ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;

ვ) ადასტურებს ტესტის პასუხების შემოწმებისას კანდიდატის ან მოხელის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში;

ზ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად;

თ) წარუდგენს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;

ი) წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 5. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.

    მუხლი 6. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა

1. საჭიროების შემთხვევაში (პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით) კომისიის თავმჯდომარის მიერ შეიძლება შეიქმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.

2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია

1. საპრეტენზიო კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი.

2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3. საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა.

4. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში ჩასართავად მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

5. მოწვეულ სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრეტენზიო კომისიაზე.

6. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობას ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

7. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

8. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია და შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპ-რეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, ვალდებულია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.

10. საპრეტენზიო კომისიაში განცხადების (პრეტენზიების) წარდგენა წარმოებს ატესტაცია-კონკურსში მონაწილე ნებისმიერი მოხელისა და კანდიდატის მიერ როგორც ატესტაცია-კონკურსის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში და სწორი პასუხების გამოცხადებიდან ერთი სამუშაო დღისა, დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.

11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 2 დღის ვადაში, ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.

12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

13. თუ საპრეტენზიო კომისია მიიჩნევს, რომ განცხადებაში (პრეტენზიაში) მოყვანილი შეკითხვა ბუნდოვანია, დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს სწორი პასუხი, პასუხები არასწორადაა მითითებული, კითხვაზე არსებობს რამდენიმე სწორი პასუხი, კითხვა სცილდება საგამოცდო პროგრამის ფარგლებს, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და წარუდგინოს წინადადება კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

14. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.

15. ტესტის კითხვის გაუქმების შემთხვევაში ყველა გამოსაცდელის მიერ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ჩაითვლება სწორად და დაეწერება შესაბამისი ქულა.

16. კითხვათა გაუქმების შესახებ საპრეტენზიო კომისიის ოქმები გადაეცემა კომისიას. ოქმში მითითებული უნდა იქნეს:

ა) რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული კანდიდატთა და მოხელეთა მიერ;

ბ) რამდენი კითხვა იქნა მიჩნეული კომისიის მიერ არასრულყოფილად და, შესაბამისად, რამდენი კითხვა გაუქმდა.

თავი III. მოხელის კონკურსი

    მუხლი 8. კონკურსის მიზანი

1. კონკურსის მიზანია საგადასახადო ორგანოების ვაკანტურ თანამდებობაზე (შემდგომში – ვაკანტური თანამდებობების) დასანიშნ პირთა შერჩევა და მათზე რეზერვის ფორმირება.

2. კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან – ტესტირებისა და გასაუბრებისაგან.

    მუხლი 9. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებ-ლად გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს სახელმ-წიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.

2. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყ-ნების დღიდან.

    მუხლი 10. კომისიის სამდივნო

1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.

2. სამდივნოს უფროსს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

3. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) დადგენილ ვადებში კადიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას; წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტურ თანამდებობაზე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კანდიდატთა რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;

გ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ანგარიშის წარდგენას;

ე) ტესტირებაში მონაწილე კადიდატთა იდენტიფიცირებასა და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბარათისა და პირადობის მოწმობის მეშვეობით;

ვ) საგამოცდო დარბაზში მონაწილე კანდიდატებისათვის ადგილების მიკუთვნებას, შესაბამისი ნომრის გაცემით;

ზ) საკვალიფიკაციო ტესტების დარიგებასა და ჩაბარებას;

თ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების საგა-მოცდო ტესტების გადაცემას და შენახვას;

ი) კანდიდატთა ტესტური გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;

კ) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;

ლ) კონკურსის დამთავრებიდან ორი დღის ვადაში კანდიდატის ინფორმირებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;

მ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.

4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია კანდიდატის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.

5. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.

    მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წაყენებულ მოხელის კანდიდატს

კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, აკმაყოფილებს კონკურსებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.

    მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში, სამდივნოს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

დ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3/4.

2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს.

3. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრა-ციო ნომერი, კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა განცხადება.

    მუხლი 13. კანდიდატის უფლება, შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი

კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განაცხადი ან შეიცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.

თავი IV. მოხელის ატესტაცია

    მუხლი 14. ატესტაციის მიზანი

მოხელეთა ატესტაციის მიზანია საგადასახადო ორგანოების საჯარო მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

    მუხლი 15. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

1. ატესტირებას ექვემდებარება:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;

ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;

დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

2. ატესტირებას არ ექვემდებარება:

ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.

    მუხლი 16. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც.

    მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების წესი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კადრების სამსახური კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლეთა დანიშვნა-განთავისუფლება განეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის კომპეტენციას და რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კადრების სამმართველო კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომელთა დანიშვნა-განთავისუფლება განეკუთვნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეეპარტამენტის თავმჯდომარის კომპეტენციას და რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.

3. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას (მის პროფესიულ და პირად თვისებებს, მათ შორის – მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და დაცვა, კომპეტენტურობა, საქმის გაძღოლის უნარი, პატრიოტიზმი, ავტორიტეტი, პასუხისმგებლობის და ინიციატივის გრძნობა და სხვ. დახასიათება ასევე უნდა მოიცავდეს მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს).

4. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.

5. ატესტაცია ტარდება ტესტირებისა და შემდგომი გასაუბრების ფორმით.

6. რეზერვში ჩარიცხული მოხელის ატესტაცია ტარდება მხოლოდ ტესტური ფორმით.

7. რეზერვში ჩარიცხული პირების არასაპატიო მიზეზით ტესტირებაზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს მოხელის რეზერვიდან გამოყვანის საფუძველს.

თავი V. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება და გასაუბრება

    მუხლი 18. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება

1. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირება კონკურსის და ატესტაციის პირველი ეტაპია და ტარდება სპეციალიზებული ტესტების მიხედვით.

2. ტესტირება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამის შესაბამისად.

    მუხლი 19. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა

1. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების პროგრამა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

    მუხლი 20. საკონკურსო-საატესტაციო ტესტის მომზადება

1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფს ტესტის შეკითხვების მომზადებას ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

4. ტესტები შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, კომისიის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 21. საკონკურსო-საატესტაციო ტესტი

1. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები.

2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

3. ტესტირებისას კანდიდატის ან მოხელის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი პასუხების ფურცელში.

    მუხლი 22. ტესტირების დრო

1. ტესტირებისათვის კანდიდატს ან მოხელეს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცდენის შემთხვევაში კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და სამუშაო შეფასდება 0 ქულით.

2. კანდიდატები და მოხელეები ტესტირების დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე.

3. კანდიდატს ან მოხელეს არა აქვს უფლება აუდიტორიიდან გასვლისას თან იქონიოს ტესტი ან აუდიტორია საბოლოოდ დატოვოს ტესტის ჩაბარების გარეშე. მსგავს შემთხვევაში მისი ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.

    მუხლი 23. ტესტის დარიგების წესი

1. ტესტირების დაწყების წინ კანიდადატს და მოხელეს გადაეცემა დახურული და დამოწმებული კონვერტი, რომელშიც მოთავსდება ტესტი.

2. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი და მოხელე ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ, კონვერტის გახსნამდე განაცხადოს ამის შესახებ, ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.

    მუხლი 24. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე

1. ტესტირების დაწყებამდე კანდიდატს ან მოხელეს ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ტესტირების და პასუხების ფურცლის შევსების მეთოდიკის, ასევე სხვა პროცედურული საკითხების შესახებ.

2. სავალდებულო ინსტრუქტაჟის ტექსტს ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

3. ინსტრუქტაჟის ტექსტი გადაეცემა კანდიდატს ან მოხელეს ტესტის კონვერტთან ერთად.

    მუხლი 25. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა

1. ტესტირების მიმდინარეობის განმავლობაში კანდიდატს ან მოხელეს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების (მათ შორის მობილური ტელეფონის) შეტანა.

2. კანდიდატი ან მოხელე, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებასა ან სავალდებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში, მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0.

    მუხლი 26. ტესტირებაზე გამოცხადების დრო

1. ტესტირების დღეს კანდიდატები და მოხელეები უნდა გამოცხადდნენ ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, კანდიდატმა და მოხელეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

2. მოხელე პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ხოლო კანდიდატი სარეგისტრაციო ბარათის და პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ტესტირების ჩატარების დადგენილი დროის შემდეგ გამოცხადებული, დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

    მუხლი 27. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები

1. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება გამოუცხადებლობის მოტივის (მათ შორის საპატიო მიზეზით) მიუხედავად.

    მუხლი 28. ტესტირებისას დარბაზში ადგილის დაკავების წესი

1. ტესტირებისას დარბაზში შესვლამდე კანდიდატები და მოხელეები იღებენ ადგილის ბარათებს და ბარათების ნომრების მიხედვით იკავებენ ადგილს ტესტირების დარბაზში.

2. ტესტირებისას დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში კანდიდატი ან მოხელე მოიხსნება ტესტირებიდან.

    მუხლი 29. ტესტირებისას დარბაზში შესვლის უფლება

1. ტესტირებისას დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები ან მოხელეები და სპეციალური საშვის მქონე პირები.

2. დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით საშვებს გასცემს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.

    მუხლი 30. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას

1. ტესტირებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.

2. მეთვალყურეობის დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

3. მეთვალყურეები ტესტირების დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილ იქნება ტესტირების დარბაზიდან.

    მუხლი 31. ტესტების შემოწმება

1. ტესტების პასუხები მოწმდება მოწვეული სპეციალისტის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა საშუალებების მეშვეობით.

2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ასევე გამომცდელის ანონიმურობა. მოწვეული სპეციალისტისათვის და კომისიის წევრისათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.

3. ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 დღისა კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.

    მუხლი 32. ტესტების შეფასება

1. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

2. თუ კანდიდატი ან მოხელე ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი ფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით.

3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, მაქსიმალური – 50 ქულა.

4. კანდიდატის ან მოხელის მიერ ტესტის 35-ზე და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მისი ტესტირების შედეგი ფასდება დადებითად. 35-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას კანდიდატის ან მოხელის შედეგი შეფასდება უარყოფითად.

    მუხლი 33. გასაუბრება

1. გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ეძლევა კანდიდატს ან მოხელეს 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

2. გასაუბრებისას კომისია აფასებს კანდიდატის ან მოხელის პროფესიული მომზადების დონეს, მის კომუნიკაბელურობას, ანალიზისა და მართვის უნარს, პიროვნულ თვისებებს, მონაცემებს განათლების, სამეცნიერო ხარისხის მიხედვით.

3. მოხელეთა ატესტაციისას:

ა) გასაუბრებას ესწრება სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის) ხელმძღვანელი;

ბ) კომისია ისმენს ხელმძღვანელის დახასიათებას;

გ) მოხელის თანამდებობასთან შესაფერისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს ანგარიშს მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მისი ცოდნა და უნარი.

    მუხლი 34. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა

1. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კომისია თავის სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურების შერჩევის საკითხს.

2. კომისიის მიერ კანდიდატთა და მოხელეთა ტესტირების, განათლების, სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო სტაჟის, პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზისა და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:

ა) ტესტირებაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობა;

ბ) განათლება:

უმაღლესი იურიდიული – 1,5

უმაღლესი ეკონომიკური – 1,5

უმაღლესი სპეციალური – 1,5

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ორი უმაღლესი განათლება – 2,5

ზემოთ ჩამოთვლილთაგან სამი უმაღლესი განათლება – 3

სხვა უმაღლესი განათლება – 1;

გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):

მეცნიერებათა კანდიდატი – 1,5

მეცნიერებათა დოქტორი – 2,5;

დ) საგადასახადო ორგანოებში მუშაობის სტაჟი:

1 წლამდე – 0,5

1-დან 3 წლამდე – 1

3-დან 5 წლამდე – 1,5

5-დან 8 წლამდე – 2

8-დან ზევით – 2,5;

ე) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზის და მართვის უნარი, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).

3. კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულების შეჯამება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბანკებში სამდივნოს მიერ.

4. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც უფრო მაღალი შეფასება აქვთ მიღებული შესაბამისი თანმიმდევრობით:

ა) საკონკურსო-საატესტაციო ტესტირებაში;

ბ) საგადასახადო სისტემაში მუშაობის სტაჟში;

გ) სპეციალობით მუშაობის სტაჟში;

დ) განათლებაში;

ე) სამეცნიერო ხარისხში.

5. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზედაც ტესტირება არ ტარდება, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის ქულების შეჯამებით. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირა-ტესობა ენიჭებათ პირებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტების თანმიმდევრობით.

თავი VI. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის შედეგები

    მუხლი 35. კონკურსის შედეგი

1. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

2. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

3. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებზე იწერება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.

4. გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი დღისა შედეგები უნდა ეცნობოს კანდიდატს წერილობით.

    მუხლი 36. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენება

1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატურას ან უარს ამბობს კანდიდატურის წარმოდგენაზე.

2. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დანიშვნის უფლების მქონე პირს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.

3. დანიშვნის უფლების მქონე პირი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

4. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის განსხვავებული ვარიანტი.

    მუხლი 37. ჩაშლილი კონკურსი

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

    მუხლი 38. მოხელეთა ატესტაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;

გ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;

დ) ექვემდებარება დაწინაურებას;

ე) მოხელის რეზერვში დატოვების შესახებ;

ვ) რეზერვიდან პირის გამოყვანის შესახებ;

ზ) მოხელისათვის სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ;

თ) მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ.

2. ტესტირებისას მოხელის მიერ მიღებული უარყოფითი შედეგი კომისიისათვის წარმოადგენს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.

4. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პერსონალურად ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეიტანება საატესტაციო ფურცელში.

5. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 2 დღის ვადაში.

    მუხლი 39. ატესტაციის შედეგები

1. ატესტაციის შედეგები დაწესებულების ხელმძღვანელს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაუ-რების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ, სპეციალური წოდების მინიჭების, საკლასო ჩინის მინიჭების, რეზერვში დატოვებისა ან რეზერვიდან პირის გამოყვანის შესახებ.

3. მოხელეს ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

    მუხლი 40. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

1. ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VII. საჯარო მოხელეთა რეზერვი

    მუხლი 41. საჯარო მოხელეთა რეზერვთან დაკავშირებულ საკითხთა რეგულირება

საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლება-მოვალეობები და თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით დადგენილი წესით.