ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების №1, №2, №3, №4 და №5 განყოფილებების რეკვიზიტების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.09.2001 ძალადაკარგული 05.05.2006
ნომერი
№346
სარეგისტრაციო კოდი
010270000.11.116.004957
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 06/09/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.11.116.004.957

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №346

2001 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების №1, №2, №3, №4 და №5 განყოფილებების რეკვიზიტების დამტკიცების თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს №294 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების №1, №2, №3, №4 და №5 განყოფილებების ბეჭდისა და შტამპის ნიმუშები თანდართული ესკიზების მიხედვით.

2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს (ლ. ქოჩქიანი) უზრუნველყოს აღნიშნული რეკვიზიტების დამზადებისათვის საჭირო თანხების გამოყოფა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ანგარიშებიდან.

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს (ლ. ქოჩქიანი) უზრუნველყოს ქ. თბილისის გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიის მიერ ამოღებული ბეჭდისა და შტამპების დადგენილი წესით განადგურება.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ი. ოქრუაშვილს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი