⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.10.2005)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2002
ძალის დაკარგვა 10.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-54
სარეგისტრაციო კოდი 340170000.11.113.005229
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 12/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,865 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2002 მიღება
10.10.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.229. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-54 2002 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ტყეშელაშვილმა განსაზღვროს და დაამტკიცოს: ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა; ბ) უზრუნველყოს სამინისტროს თითოეული საჯარო მოხელის ინფორმირება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების, ატესტაციის ჩატარების გრაფიკის, პირობებისა და წესების თაობაზე; 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 2 ოქტომბრის №2-154 ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. 4. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. დ. კირვალიძე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად. 2. დებულება განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს. 3. დებულების ნორმები ვრცელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალი ცენტრალური აპარატის, საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეებზე. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საჯარო მოხელის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, რეზერვის ფორმირების წესებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წარდგინებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი, კომისიის თავმჯდომარის მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყვნენ სპეციალისტები. 6. დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისიები იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში.     მუხლი 3🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. სამინისტროს სისტემაში არსებული დარგების სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობის კომისია, რომლის თავმჯდომარეს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით.     მუხლი 4🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა. 6. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობებისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურები უზრუნველყოფენ მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობის ორგანიზებასა და ატესტაციის ჩატარებას. თავი III კონკურსი     მუხლი 6🔗. კონკურსის მიზანი 1. კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და რეზერვების ფორმირება.     მუხლი 7🔗. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ 1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წინადადებით. 2. კონკურსი ცხადდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში, ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან პრესის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 3 კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 8🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო 1. კონკურსისა და ატესტაციის სამართლებრივად და ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის ბრძანებით იქმნება სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 2. სამდივნოს უფლება აქვს კონკურსისა და ატესტაციის მოსამზადებლად ყველა აუცილებელ ორგანიზაციული საკითხი გადაწყვიტოს, მათ შორის, კონკურსში მონაწილე კანდიდატთა და ატესტაციას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიის წევრებისათვის წარდგენა. 3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა (კონკურსის დამთავრებიდან) 5 წელი. 4. კონკურსისა და ატესტაციის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს თავის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. მოთხოვნები რომლებიც წაეყენება საჯარო მოხელის კანდიდატს საჯარო მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.     მუხლი 10🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლებისა ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; დ) შრომის წიგნაკი; ე) ორი ფოტოსურათი (3X4); ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 11🔗. კონკურსში მონაწილე კანდიდატის უფლებები კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს მითითებული საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 12🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ჩატარდეს ტესტირების და/ან გასაუბრების ფორმით. 2. კანდიდატები კონკურსამდე არა უგვიანეს ერთი კვირით ადრე ინფორმირებული უნდა იყვნენ ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ.     მუხლი 13🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 2. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 3. ტესტირების ჩატარების წესებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 4. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორი პასუხი უნდა გასცეს შეთავაზებული ტესტების არანაკლებ 75%-ს.     მუხლი 14🔗. გასაუბრება საჯარო მოხელის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ხორციელდება ზეპირი გასაუბრების გზით.     მუხლი 15🔗. კომისიის მიერ კანდიდატურის განხილვა 1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ საკითხს განიხილავს კომისიის სხდომაზე კონკურსში მონაწილე კანდიდატების დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში კომისია ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.     მუხლი 16🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ტარდება ხელახალი კენჭისყრა. 5. რამდენიმე კანდიდატის მიერ ერთი და იმავე შედეგის მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. 6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.     მუხლი 17🔗. კონკურსის შედეგი 1. კონკურსის დამთავრების შემდეგ, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია კანდიდატს აძლევს თანხმობას ან აცხადებს უარს. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა, აცნობებს ყველა კანდიდატს კომისიის გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. 3. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია კონკურსის შემაჯამებელი შედეგები მათი შეჯამებიდან ერთი კვირის ვადაში მოახსენოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.     მუხლი 18🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უარს განაცხადებს წარმოდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის წამოყენების თაობაზე. თავი IV საჯარო მოხელის ატესტაცია     მუხლი 19🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ატესტაცია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის საჯარო მოხელის პროფესიული ჩვევების, ცოდნის, კვალიფიკაციის შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ (დასაკავებელი) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) საჯარო მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით; ბ) საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით ან საატესტაციო პერიოდისათვის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით.     მუხლი 20🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს არა უადრეს ერთი თვისა.     მუხლი 21🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩასატარებლად 2 კვირით ადრე დგება დახასიათება საჯარო მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს. 2. საჯარო მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაცია გასაუბრების სახით ტარდება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 4. საჯარო მოხელეთა ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ტესტირების და გასაუბრების სახით. 5. ტესტირების თემატიკას საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ისმენს საჯარო მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მის დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (საჯარო მოხელემ დადებითი შეფასების მისაღებად სწორი პასუხი უნდა გასცეს შეთავაზებული ტესტების 75%-ს). 7. საჯარო მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხს განიხილავს კომისია საჯარო მოხელის დაუსწრებლად.     მუხლი 22🔗. საჯარო მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; ბ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; გ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; დ) გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 3. კომისია ვალდებულია გამოიტანოს მოტივირებული და დასაბუთებული წერილობითი დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ საჯარო მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით. 5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასაითებასთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 23🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს აცნობებს ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოხელის წახალისების, საჯარო მოსამსახურის საკლასო ჩინის მინიჭების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში.     მუხლი 24🔗. ატესტაციასთან დაკავშირებული დავები 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს და რეგლამენტს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. თავი V საჯარო მოხელეთა რეზერვი     მუხლი 25🔗. საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანი საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს საჯარო მოხელეთა კანდიდატების შერჩევა.     მუხლი 26🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.     მუხლი 27🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.