საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.330
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №94
2002 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ
ლიცენზიაჩამორთმეული კომერციული ბანკების ლიკვიდაციის დაჩქარების მიზნით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 და 37-ე მუხლების თანახმად, ვბრძანებ:
1. ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნა განხორციელდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით.
2. ლიცენზიაჩამორთმეული კომერციული ბანკების ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს საბანკო-საფინანსო სისტემაში მუშაობის გამოცდი-ლება. დაუშვებელია კონკრეტულ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა.
3. ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაში, მისი შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის გაფორმდეს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 300 (სამასი) ლარით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ლიკვიდატორს თავისი ფუნქციების შესრულება შეუძლია რამდენიმე სალიკვიდაციო ბანკში.
5. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის თანახმად ეს ბრძანება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ლიცენზიაჩამორთმეული კომერციული ბანკების ლიკვიდატორების წარდგენისა და შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 25 მაისის №281 ბრძანება.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 7 მაისის №82 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გ. ჯიღაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.09.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“?
- „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“ მიღებულია 03.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №94. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.10(0).080.005330.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.09.2004-დან.
- სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“, №94, 03.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10(0).080.005330 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1356729/