საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2003 ძალადაკარგული 30.07.2007
ნომერი
№54/ა
სარეგისტრაციო კოდი
310020000.11.115.006257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 149, 26/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.11.115.006.257

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება №54/ა

2003 წელი 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ

“ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, “ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნა-ფოთი/ბათუმი-ილიჩოვსკის ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ” 1999 წლის 17 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებისა და “საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მეოთხე სხდომის გადაწყვეტილებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №1048 განკარგულების შესრულების მიზნით, ასევე ტრასეკა-ს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთნაკადების შემდგომი ზრდისა და საქართველოს ნავსადგურებში გემების სახაზო მიმოსვლის სტიმულირების მიზნით პირდაპირი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის, ვბრძანებ:

1. საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის, ნაოსნობის რეჟიმისა და მათი გემების რომელიმე განსაზღვრული ჯგუფისადმი შესაბამისობის მიუხედავად, დადგინდეს სანავსადგურო მომსახურების ერთიანი კომპლექსური ფიქსირებული ფასი (ტარიფი) ყოველ გემთშემოსვლაზე 2 530 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მდგენელებია ბუქსირით მომსახურების, გემის მიბმის, სალოცმანო გაცილების, ნაოსნობის მართვის და სახელმწიფო საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ტარიფები.

2. პირველ პუნქტში მოცემული ფიქსირებული ტარიფის მდგენელები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ბუქსირით მომსახურების ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 1 800 აშშ დოლარი;

ბ) გემის მიბმის ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 50 აშშ დოლარი;

გ) სალოცმანო გაცილების ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 500 აშშ დოლარი;

დ) ნაოსნობის მართვის ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 120 აშშ დოლარი;

ე) სახელმწიფო საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 60 აშშ დოლარი;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ცინცაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ“?
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ“ მიღებულია 23.12.2003. მიმღები ორგანო — საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №54/ა. სარეგისტრაციო კოდი — 310020000.11.115.006257.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.07.2007-დან.
სად არის „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ“, №54/ა, 23.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 310020000.11.115.006257 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1357383/