აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.693
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1157
2004 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას:
ა) ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება;
ბ) ქობულეთის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება;
გ) ხელვაჩაურის რა ი ონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება;
დ) ქედის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება;
ე) შუახევის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება;
ვ) ხულოს რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივი.
2. განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებების სამოქმედო ტერიტორია შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფარგლებით:
ა) ქ. ბათუმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისათვის – ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
ბ) ქობულეთის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისათვის – ქობულეთის რაიონის ადმინისტრაციული-ტერიტორიული საზღვრებით;
გ) ხელვაჩაურის რა ი ონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება – ხელვაჩაურის რა ი ონის ადმინისტრაციული-ტერიტორიული საზღვრებით;
დ) ქედის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება – ქედის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
ე) შუახევის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება – შუახევის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
ვ) ხულოს რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება – ხულოს რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივისათვის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 22.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1157. სარეგისტრაციო კოდი — 040200010.11.106.006693.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.05.2006-დან.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“, №1157, 22.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 040200010.11.106.006693 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1358343/