საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.06.2002
ძალის დაკარგვა 14.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-88
სარეგისტრაციო კოდი 340170000.11(1).130.005360
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 19/06/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.12.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.360
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-88
2002 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ”, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” და „პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურს (გ. მერაბიშვილი) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
3. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 23 დეკემბრის №2-450 და 2000 წლის 11 დეკემბრის №2-274 ბრძანებები.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს დავით შერვაშიძეს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური (შემდგომში _ სამსახური) არის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შექმნილია „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” და „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” საქართველოს კანონებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების შესაბამისად.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული კანონებისა და „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ორგანიზაციას უწევს, აკონტროლებს და ხელმძღვანელობს მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვასა და ფიტოსანიტარიული კარანტინის საქმიანობას.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
4. სამსახურის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურს უფლება აქვს მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები და ანგარიშვალდებულია მისი მიზნობრივი გამოყენებისათვის. სამსახურს აქვს საბიუჯეტო და სპეცანაგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, დადგენილი წესით დამტკიცებული სამსახურის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა სახის ბეჭდები და შტამპები.
6. სამსახურის საგარეო კარანტინისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის, მონიტორინგისა და შიდა კარანტინის სამსახურების საჯარო მოხელეები იმავდროულად არიან, შესაბამისად, მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექტორები.
7. მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82, 380062.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამსახურის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში ორგანიზმების გამოვლინება, მათი მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლოკალიზაცია და კერების ლიკვიდაციის განხორციელება;
ბ) პესტიციდების სახელმწიფო რეგისტრაცია, მათი შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, უსაფრთხო გამოყენების ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლი და ზედამხედველობა, მცენარეთა დაცვისა და საკარანტინო წესების დარღვევების აღმოჩენა და აღკვეთა;
დ) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ე) მავნე ორგანიზმების დაიგნოსტიკა, გავრცელება-განვითარების პროგნოზი და სიგნალიზაცია;
ვ) მავნებლების მართვის ინტეგრირებული სისტემების შემუშავება და დანერგვა;
ზ) აგროსისტემებში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციაზე, გამრავლებაზე და გაშვებაზე კონტროლი;
თ) ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარება, მათი სწავლების ორგანიზება.
2. სამსახურის ამოცანებია:
ა) მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კარანტინის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;
ბ) ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვისა და კარანტინის სამუშაოების შესრულება;
დ) მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კარანტინის სფეროში არსებული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ე) მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხო მიმოქცევისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი;
ვ) პესტიციდების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, სარეგისტრაციო გამოცდისა და ექსპერტიზის ორგანიზების, სახელმწიფო რეგისტრაციის და კოორდინირების განხორციელება, მცენარეთა დაცვის საშუალებების რეგისტრის შექმნა.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) დარგის განვითარების კონცეფციისა და სტრატეგიის განსაზღვრა, პროგნოზების შემუშავება, შესაბამისი პროგრამების და წესების შემუშავება და მათი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში წარდგენა;
ბ) მცენარეთა დაცვისა და კარანტინის რეკომენდაციების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების პროექტების შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის წარდგენა დასამტკიცებლად. ასევე მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) დარგის ფუნქციონირებისა და სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების და განვითარებისთვის კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში წარდგენა;
დ) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელება-განვითარების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან კოორდინაციით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და შემდგომ დადგენილი წესით განხორციელება;
ე) მცენარეთა დაცვის საშუალებების სახელმწიფო სარეზერვო ფონდის შექმნისათვის ხელშეწყობა;
ვ) დადგენილი წესით მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, პესტიციდების საწყობების, სათესლე საცავებისა და მიწის ნაკვეთების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმება;
ზ) უწყებების, დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული საკარანტინო ღონისძიებების შესრულებაზე ფიტოსანიტარიული კონტროლი და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ნორმებისა და წესების დარღვევათა გამოვლინება და მათი აღკვეთის მიზნით სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის სამსახურის სახელმწიფო ინსპექტორების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე ოქმის შედგენა;
ი) მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის დაცვის უზრუნველყოფა საკარანტინო ობიექტებისაგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ქვეყანაში გავრცელებული ან ნაწილობრივ გავრცელებული საკარანტინო მავნებელ-დაავადებათა, სარეველების საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად, საკარანტინო ობიექტების ნუსხის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) საშინაო და საგარეო კარანტინის ჩატარების მარეგლამენტირებელი ნორმების გატარება და სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოტანილი ფიტოსანიტარიულ კარანტინს კონტროლქვემდებარე იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტისა და სატრანზიტო რეჟიმით მოძრავი ტვირთების, ბარგის, ხელბარგის, საფოსტო გზავნილების, შესაფუთი მასალის, ტარის, სატრანსპორტო საშუალებების საკარანტინო (შემოწმება) დახედვა და ექსპერტიზა; შესაბამისი ფიტოსანიტარიული დოკუმენტაციის (საიმპორტო საკარანტინო ნებართვა, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ექსპორტზე, რეექსპორტსა და ქვეყნის შიდა გადაზიდვაზე, ფიტოსანიტარიული კონტროლის აქტი, საკარანტინო ექსპერტიზა) გაცემა;
ლ) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციისა და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება.;
მ) ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის განხორციელება;
ნ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ჯიშებზე საკარანტინო და სხვა მავნებელ-დაავადებების, სარეველების საწინააღმდეგო აუცილებელ ღონისძიებათა ჩატარებაზე და მათ დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება სათანადო უწყებებთან კოორდინაციით;
ო) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების, წარმოების (დაფასოების), მარკირების, რეალიზაციის წესებისა და გამოყენების დადგენილი რეგლამენტების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; პესტიციდებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
პ) ქვეყნისათვის საჭირო მცენარეთა დაცვის, ქიმიურ, ბიოლოგიურ და სხვა საშუალებებზე საორიენტაციო მოთხოვნების განსაზღვრა, პროგნოზების შემუშავება, მათ შემოტანაზე ნებართვის გაცემა, არსებული რეზერვების გამოყენებაზე კონტროლი;
ჟ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის ჯიშების მავნებელ-დაავადებათა და სარეველების საწინააღმდეგო ქიმიური, ბიოლოგიური საშუალებების, ზრდის რეგულატორების სარეგისტრაციო გამოცდისა და ექსპერტიზიის ორგანიზება, სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელება. გამოსაყენებლად დასაშვები პრეპარატების და აკრძალული პესტიციდების ნუსხის განსაზღვრა, სახელმწიფო კატალოგის წარმოება, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა;
რ) პესტიციდების გამოყენების რეგლამენტების, კონტროლის მეთოდების შემუშავება ბიოლოგიურად და ეკონომიკურად ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატების შერჩევის მიზნით, პესტიციდების სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზება;
ს) მცენარეთა დაცვაში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების ნუსხის განსაზღვრა და მათ სწორ ექსპლოატაციაზე კონტროლი;
ტ) მცენარეთა დაცვისა და კარანტინის სფეროში მეცნიერების მიღწევების, უახლესი ტექნოლოგიების, ტექნიკური საშუალებების პროპაგანდა, და საინფორმაციო მომსახურეობის ორგანიზება; ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციისა და საინფორმაციო დახმარების გაწევა და სხვა;
უ) მცენარეთა დაცვისა და კარანტინის სპეციალისტების მომზადებისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზაცია და შესაბამისი დაფინანსებისათვის ღონისძიებების გატარება. დარგის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დაქვემდებარებულ სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
ფ) მცენარეთა დაცვისა და კარანტინის დარგის განვითარების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო დახმარების მოზიდვა და შემდგომში ეფექტიანი გამოყენება;
ქ) მცენარეთა დაცვისათვის და ფიტოსანიტარიული კარანტინის განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი
სამსახურის უფლებები და მოვალეობებია:
ა) მონაწილეობა მიიღოს მცენარეთა დაცვისა და კარანტინის საკითხებზე, კანონპროექტების, დარგის განვითარების კონცეფციის, სახელმწიფო პროგრამების და ბიუჯეტის შემუშავებაში;
ბ) მცენარეთა დაცვისა და კარანტინის მიზნობრივი პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,, განახორციელოს შესაბამისი მომსახურების შესყიდვა, ასევე მათი შესრულების მონიტორინგი;
გ) განახორციელოს მცენარეთა დაცვის დარგში არასახელმწიფო სტრუქტურების (კავშირები, ასოციაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები) საქმიანობისათვის ხელშეწყობა და მათთან ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ფიტოსანიტარიული კონტროლის ჩასატარებლად დადგენილი წესით შევიდეს საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, ავტოსადგურების, ფოსტამტების, საწყობების, ელევატორების, ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, საზღვაო ფლოტის გემებზე, სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო რონოდებში, სამოქალაქო თვითმფრინავებში, ავტოტრასპორტში, გამოფენების, ბოტანიკური ბაღების, სატყეო მეურნეობისა და ნაკრძალების, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების, საცდელი ნაკვეთების, საკარმიდამო ნაკვეთების, კერძო მიწათმფლობელების ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილ ტერიტორიაზე, რომლებიც ეწევიან მცენარეული და სხვა საქვეკარანტინო პროდუქციის მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, რეალიზაციას და გამოყენებას. მოსთხოვოს მათ კონტროლის ჩასატარებლად და გაუსნებოვნებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სასაწყობო სათავსოებით, დამხმარე მუშახელით უზრუნველყოფა;
ე) მოითხოვოს და მიიღოს საბაჟოების, საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, ფოსტამტების, ავტოსადგურების, ბაზრების და ბაზრობების, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების ადმინისტრაციებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან აუცილებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია შემოსული, გასაგზავნი ან შემოსაზიდი საქვეკარანტინო ტვირთების შესახებ;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიიღოს ინფორმაცია ნათესებისა და მრავალწლიანი ნარგავების, ტყეების, სათიბ-საძოვრების, სათესლე და სარგავი მასალების ფიტოსანიტარიული მდგომარეობისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ;
ზ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართოს საქმიანი საერთაშორისო ურთიერთობანი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ქვეყნის შიგნით ინფორმაციის გავრცელება საკარანტინო სიტუაციის, პესტიციდების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად;
თ) განახორციელოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების, წარმოების (დაფასოების), მარკირების, რეალიზაციასა და გამოყენებაზე კონტროლი;
ი) კონტროლის მიზნით აიღოს მცენარეული პროდუქციისა და ნიადაგის ნიმუშები, მათში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრისათვის, პესტიციდების, ბიოლოგიური და სხვა საშუალებების, შეწამლული თესლის ნიმუშები მათი ხარისხის დასადგენად სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისად; აიღოს ნიმუშები საქვეკარანტინო პროდუქციისაგან მისი ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დასადგენად;
კ) კანონით დადგენილი წესით კარანტინს დაქვემდებარებული ობიექტის აღმოჩენისას დააკავოს, დაადოს კარანტინი, დააბრუნოს ან გააუსნებოვნოს ეს პროდუქცია, ხოლო თუ იგი არ ექვემდებარება გაუსნებოვნებას, მესაკუთრის ხარჯით უნდა გადამუშავდეს და გაიყიდოს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ;
ლ) საკარანტინო ობიექტის აღმოჩენისას წარუდგინოს მოთხოვნა მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს განსაზღვრულ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შესახებ;
მ) ინსტრუქციების, რეკომენდაციების, წესების, ტექნოლოგიებისა და რეგლამენტების დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს მცენარეთა დაცვის სამუშაოები ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე. აღკვეთოს უხარისხო და ვადაგასული პესტიციდების რეალიზაცია და გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) უზრუნველყოს კონტროლი და აღრიცხვა მცენარეთა დაცვის საშუალებების შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების დროს, აგრეთვე მათი ვარგისიანობის ვადების დაცვაზე;
ო) განახორციელოს პესტიციდების სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზება საგამოცდო ქსელში, მათი კოორდინაცია და მეთოდური უზრუნველყოფა, სამეცნიერო დაწესებულებისა და სხვა ორგანიზაციების საგამოცდო ქსელში ჩართვა;
პ) მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქართველოში ახალი პესტიციდების წარმოებაზე ან მათ აკრძალვაზე. აკრძალოს პესტიციდების გამოყენება მათი ადამიანისა და გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების (საშიშროების) გამოვლენისას;
რ) უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიან სახელმწიფო რეესტრში შესატანი მონაცემების შეგროვება-გაანალიზება. შეატყობინოს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების პესტიციდების აკრძალვის ან მკაცრად შეზღუდვის შესახებ და წარმართოს წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა;
ს) მოაწყოს კონფერენციები, სემინარები, კონკურსები და ჩაატაროს სხვა ღონისძიებები დარგის განვითარებისათვის, თავად მიიღოს მათში მონაწილეობა;
ტ) უშუალოდ წარმართოს სამსახურს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობა, არსებული წესით დააყენოს საკითხი სამინისტროს წინაშე მათი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ახალი სტრუქტურების შექმნის შესახებ;
უ) წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები მცენარეთა დაცვისა და კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ფ) სისტემატურად მოახსენოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელობას სამსახურისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობათა შესრულების შესახებ.
მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კარანტინის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) განსაზღვრავს მოადგილეების უფლებამოსილებებს;
გ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვისათვის;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;
ზ) წარმოადგენს სამსახურს ან ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას სამთავრობო დაწესებულებებთან და საქართველოს სასამართლოებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
თ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს;
კ) ახორციელებს სხვა უფლებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურაში შედის:
ა) სამსახურის აპარატი;
ბ) საგარეო კარანტინის სამმართველო;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
დ) საკარანტინო და სხვა საშიშ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის განყოფილება;
ე) ფიტოსანიტარიული კონტროლის, მონიტორინგისა და საშინაო კარანტინის განყოფილება;
ვ) პექტიციდების ბიოლოგიური გამოცდის, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის განყოფილება;
ზ) პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების კონტროლის განყოფილება;
თ) ცენტრალური ლაბორატორია;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მცენარეთა დაცვის სამსახური;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მცენარეთა დაცვის სამსახური.
მუხლი 7🔗. სამსახურის აპარატი
1. სამსახურის აპარატი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურის შიდა საქმიანობის მართვას.
2. სამსახურის აპარატი ძირითადი ამოცანებია:
ა) მაღალპროფესიული კადრების შერჩევა, მომზადება და რეკომენდაციების მომზადება მათ დაწინაურებისათვის;
ბ) სამსახურის საკადრო რეზერვის ფორმირება;
გ) სამსახურის შრომითი დისციპლინის სისტემატური კონტროლი;
დ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისა და მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი;
ე) სამსახურში შემოსული ყველა სახის კორესპონდენციის სწრაფი დამუშავება, მისი ოპერატიული მიწოდება სამსახურის ხელმძღვანელობასა და უშუალო შემსრულებლისათვის;
ვ) ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა და მისი დაცვა;
ზ) საქმის წარმოებით დასრულებული დოკუმენტური მასალების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
თ) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების სისწორის კონტროლი, საქმეთა ნომენკლატურების შედგენაში მონაწილეობა და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად საქმეების ფორმირების სისწორის შემოწმება;
ი) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტების მომზადება და წარდგენა ხელმოსაწერად;
კ) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ლ) ადმინისტრაციულ შენობაში სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის ავეჯით, ორგტექნიკით, ინვენტარით, საკანცელარიო საქონლითა და სხვა საჭირო აღჭურვილობებით უზრუნველყოფა;
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ო) საქართველოს სამინისტროებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
პ) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
ჟ) სამსახურის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;
რ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, საქმიანობის ხელშეწყობა;
ს) „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” თანახმად, საჯარო ინფორმაციის განმცხადებლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ტ) მოქალაქეთა საჩივრებისა და წინადადებების განხილვა.
3. სამსახურის აპარატი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე კალენდარული წლის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს.
მუხლი 8🔗. საგარეო კარანტინის სამმართველო
1. საგარეო კარანტინის სამმართველო წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკარანტინო და სხვა საშიში მავნებელ-დაავადებების და სარეველების შემოტანა-გავრცელებისაგან დაცვას.
2. საგარეო კარანტინის სამმართველოს უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს:
ა) საგარეო კარანტინის სფეროში საქმიანობის მარეგლამენტირებელი დებულებების, წესებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
ბ) იმპორტული, საექსპორტო, ტრანზიტული, რეექსპორტის საქვეკარანტინო ტვირთის, მ.შ. მგზავრთა ბარგისა და ხელბარგის, საფოსტო გზავნილებების, სატრანსპორტო საშუალებების, შესაფუთი მასალისა და ტარის საკარანტინო დახედვა და ექსპერტიზა;
გ) საკარანტინო ობიექტებით დასენიანებული საქვეკარანტინო პროდუქციის, ტარის, სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოების და მცენარეული წარმოშობის სხვა მასალების გაუსნებოვნების ორგანიზება;
დ) სახელმწიფო კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საკარანტინო წესების დაცვაზე, რომლებიც ეწევიან საქვეკარანტინო პროდუქციის მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას და გამოყენებას;
ე) კარანტინის დადებისა და მოხსნის ორგანიზება;
ვ) საქვეკარანტინო პროდუქციის იმპორტზე საკარანტინო ნებართვის, ექსპორტსა და რეექსპორტზე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკარანტინო წესების დამრღვევ პირთა დაჯარიმება;
თ) იმ სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულების ფიტოსანიტარიული მონიტორინგი, რომლებიც ეკვრიან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და შემოზიდვის სასაზღვრო პუნქტებს არანაკლებ 3-5 კილომეტრის ზონაში. ასევე ახორციელებს ფიტოსანიტარიულ კარანტინთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს, რომლებიც უშუალო კავშირშია სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების დაცვასთან.
3. საგარეო კარანტინის სამმართველო მოიცავს საგარეო კარანტინის პუნქტებს, რომლებიც მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემას ახორციელებენ უშუალოდ სახელმწიფოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში, ავტოსაგზაო გასასვლელებში, ფოსტამტებში, საბაჟო ტერმინალებსა და რაიონებში. ასევე ახორციელებენ იმპორტისა და ტრანზიტის რეჟიმით შემოსული საქვეკარანტინო ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების პირველად საკარანტინო საკონტროლო შემოწმებას და იმპორტული საქვეკარანტინო ტვირთის მეორადი საკონტროლო შემოწმებას უშუალოდ მიღებისა და გადამუშავების ადგილებში;
4. საგარეო კარანტინის საჯარო მოხელეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების დროს ატარებენ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს.
5. საგარეო კარანტინის სამმართველო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე კალენდარული წლის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს.
მუხლი 9🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება
1. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახდენს სამსახურის ფინანსურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.
2. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმება;
ბ) სამსახურის ფულადი და მატერიალური სახსრების ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება;
გ) სამსახურისათვის გამოყოფილი მიზნობრივი პროგრამების ეკონომიკური გაანგარიშების წარმოება;
დ) სამსახურის წლიური ბალანსის შედგენა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში წარდგენა.
3. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება საანგარიშო წლის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს.
მუხლი 10🔗. საკარანტინო და სხვა საშიშ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის განყოფილება
საკარანტინო და სხვა საშიშ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის განყოფილება წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიტოსანიტარიულ კონტროლქვემდებარე პროდუქციის, ტარის, ტვირთის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სათავსოების (მისი საკუთრების მიუხედავად) გაუსნებოვნებას, ასევე მავნე ორგანიზმებთან ბრძოლას, სასოფლო-სამეურნეო, არასასოფო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მიწებზე.
მუხლი 11🔗. ფიტოსანიტარიული კონტროლის, მონიტორინგისა და საშინაო კარანტინის განყოფილება
1. ფიტოსანიტარიული კონტროლის, მონიტორინგისა და საშინაო კარანტინის განყოფილება წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიაზე გასატარებელი შიდა საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებს.
2. ფიტოსანიტარიული კონტროლის, მონიტორინგისა და საშინაო კარანტინის განყოფილების უფლება-მოვალეობებია:
ა) ქვეყნის შიგნით საკარანტინო ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესების, ნარგავებისა და ტყის მასივების გამოკვლევებს საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოსავლენად;
ბ) საქვეკარანტინო ტვირთების ქვეყნის შიგნით გადაზიდვისას ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტის გაცემა;
გ) სახელმწიფო კონტროლის დაწესება იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საკარანტინო წესების დაცვაზე, რომლებიც ეწევიან საქვეკარანტინო პროდუქციის მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებასა და გამოყენებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკარანტინო წესების დამრღვევ პირთა დაჯარიმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) განსაზღვრულ ტერიტორიაზე კარანტინის შემოღებისა და მოხსნის ორგანიზება;
ვ) ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე საკარანტინო ობიექტების აღმოჩენისა და ლიკვიდაციის მიზნით, განახორციელებს საკონტროლო-შერჩევით გამოკვლევებს;
თ) მავნე ორგანიზმთა დიაგნოსტიკა, მოკლევადიანო პროგნოზებისა და სიგნალების გაცემა. ასევე სისტემატური დაკვირვებების საფუძველზე იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც ხელს უწყობენ საშისი მავნებლების მასობრივ გავრცელებას ან დეპრესიაში გადასვლას და ეკოლოგიურად გამართლებული ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებათა სისტემების დამუშავება მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციისათვის;
ი) საკონსულტაციო რჩევითი დახმარების, ბრძოლის ზონალური ტექნოლოგიების დანერგვა, რეგიონებში განლაგებული სერვისული ცენტრების და პესტიციდების სარეალიზაციო ქსელის მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის კოორდინირება.
3. ფიტოსანიტარიული კონტროლის, მონიტორინგისა და საშინაო კარანტინის განყოფილება, მოიცავს სარაიონთაშორისო პუნქტებს, რომლებიც მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემას ახორციელებენ უშუალოდ სამოქმედო რეგიონებში.
4. ფიტოსანიტარიული კონტროლის, მონიტორინგისა და საშინაო კარანტინის განყოფილება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, კალენდარული წლის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს.
მუხლი 12🔗. პესტიციდების ბიოლოგიური გამოცდის, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის განყოფილება
1. პესტიციდების ბიოლოგიური გამოცდის, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის განყოფილება წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ორგანიზება-კოორდინაციასა და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების მოქმედი ნივთიერებისა და პრეპარატული ფორმების გამოცდას.
2. პესტიციდების ბიოლოგიური გამოცდის, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის განყოფილების უფლება-მოვალეობებია:
ა) ბიოლოგიური ექსპერტიზის და სარეგისტრაციო პროცესით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება;
ბ) პესტიციდების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
გ) სახელმწიფო კატალოგის წარმოება, ასევე აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პექტიციდების სიის დადგენა;
დ) პესტიციდების კვლევისათვის ერთიანი მეთოდიკის დამუშავება და დამტკიცება;
ე) პესტიციდების მწარმოებელ ფირმებთან კონტაქტების დამყარება;
ვ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის აცილების მიზნით მცენარეთა დაცვის ზონალური სისტემების და ინტეგრირებული ტექნოლოგიების შემუშავება.
მუხლი 13🔗. პექტიციდების გავრცელებისა და გამოყენების კონტროლის განყოფილება
1. პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების განყოფილება წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას.
2. პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) პესტიციდებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე (წარმოება, ექსპორტი, იმპორტი, რეალიზაცია) ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
ბ) პესტიციდების სარეზერვო ფონდის დაგეგმვა და შექმნა;
გ) პესტიციდების იმპორტის დროს ზენორმატიული რაოდენობის თავიდან აცილება;
დ) განსაკუთრებით საშიში ობიექტების ლიკვიდაციისათვის პესტიციდების ასორტიმენტისა და კვოტების დადგენა, ასევე სალიკვიდაციო ღონისძიებების მონიტორინგი და ხელმძღვანელობა;
ე) რეკომენდაციების, ინსტრუქციების, წესებისა და დადგენილი რეგლამენტების დაცვა.
მუხლი 14🔗. ცენტრალური ლაბორატორია
1. ცენტრალური ლაბორატორია წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკას, პროგნოზს, სიგნალიზაციას, ტოქსოკოლოგიურ ანალიზებსა და ბიოკონტროლს.
2. ცენტრალური ლაბორატორიის უფლება-მოვალეობებია:
ა) საკარანტინო და სხვა საშისი მავნე ორგანიზმების სახეობების დადგენა;
ბ) ფიტოსანიტარიული სიტუაციის მოკლევადიანი და ხანგრძლივი პროგნოზირება;
გ) მავნებელი დაავადებებისა და სარეველების, მათ შორის განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გამოჩენის, განვითარებისა და გავრცელების შესახებ სიგნალის გაცემა. ასევე ბრძოლის ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების ვადების დაზუსტება;
დ) ქვეყანაში შემოტანილი და გასატანი საქვეკარანტინო ტვირთების ნიმუშების საკარანტინო ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ე) ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო ობიექტების აღმოჩენისა და ლიკვიდაციის მიზნით საკონტროლო შერჩევითი გამოკვლევების ჩატარება;
ვ) პესტიციდების ხარისხის დასადგენად ანალიზის ჩატარება;
ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენებზე კონტროლი;
თ) პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდების დადგენა და აპრობაცია;
ი) ბიოფაბრიკების მიერ სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციასა და გამრავლებაზე, ბუნებაში გაშვებაზე, აგროეკოსისტემებში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებისათვის კონტროლის განხორციელება.
მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის დებულება მტკიცდება, უქმდება და მასში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.