საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის #3/181 ბრძანების დანართი #1-ში და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/99
2011 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად,
ვბრძანებ:
1. ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართ №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 823, ნაცვლად „კერესელიძე ივანეს ქ. №5”-ისა, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „კერესელიძე ივანეს ქ. №3”, ასევე ამავე ბრძანების დანართ №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010207082-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „კერესელიძე ივანეს ქ. №5” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „კერესელიძე ივანეს ქ. №3” და ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად;
ბ) დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ცხადაძე
დანართი
| 823. | კერესელიძის /ივანე/ ქუჩა 3 |
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № 010207082 |
|
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, კერესელიძე ივანეს ქუჩა3 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – მე-20 საუკუნის დასაწყისი |