კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
ბრძანება №3/110
2011 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებ-რივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები დანართებში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7)
ნ. რურუა
დანართი
| № | ფოტო | სახელწოდება | ადგილმდებარეობა/ მისამართი | სახეობა | თარიღი |
| 1. |
| ბიჭი ილდანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლენჯერი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 2. |
| დავით ჯაჯვანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლენჯერი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 3. |
| დავით თევზაძის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 4. |
| დავით ზურაბიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 5. |
| ევგენი უდესიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლენჯერი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 6. |
| გოჩა გულედანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლენჯერი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 7. | გოგია მაღედანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლენჯერი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები | |
| 8. |
| გუბაზ პირველის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. იფარი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 9. |
| გურამ ფილფანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ეცერი | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 10. |
| ისლამ გვიდანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 11. |
| ჯიმშერ გვიდანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 12, |
| ჯოყოლა იოსელიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 13. |
| კამო მარგიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 14. |
| ლევან ჯაჯვანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლენჯერი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 15. |
| მარლენ ჟორჟოლიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 16. |
| მურთაზ პირველის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. იფარი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 17. |
| შაქრო იოსელიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 18. |
| სოზარ გვიდანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 19. |
| თეიმურაზ მიტიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 20. |
| თეიმურაზ ნიჟარაძის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. უშგული | არქიტექტურის | გვიანი შუა საუკუნეები |
| 21. | ვალერი მარგიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები | |
| 22. |
| ვასიკო იოსელიანის კოშკი | მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, სოფ. ლახირი | არქიტექტურის | შუა საუკუნეები |
| 23. |
| ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. სამონასტრო კომპლექსი (სამეკლესიანი ბაზილიკა, გუმბათიანი ტაძარი – ე.წ. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, სამრეკლო, სატრაპეზოს ნანგრევები, გალავნის ნანგრევები კარიბჭით, სამეურნეო დანიშნულების სათავსების ფრაგმენტები) | გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კალაურიდან 6კმ, ტყეში | არქიტექტურის, არქეოლოგიური | VIს, IXს., გვიანი შუა საუკუნეები |

