კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორი
ბრძანება №2/360
2016 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის #02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
|
№ | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
|
| 1. |
| ,,მამაშაურის“ ეკლესია. | გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (სოფლის დას-ით 1,5 კმ-ზე,მღვრიე ხევის მარცხენა ნაპირზე.)
| არქიტექტურის | IX-X სს. |
|
| 2. |
| ,,მთავარანგელოზის“ სახელობის ეკლესია
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (სოფლის სამხ. დას-ით 1,5 კმ-ზე, ,,გუჯიაურებად“ წოდებულ ტერიტორიაზე) | არქიტექტურის | გვიანდელი შუა საუკუნეები. |
|
| 3 |
| დიდი კოშკი
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (სოფლის სამხ-ით (1 კმ-ზე), ,,გუჯიაურებად“ წოდებულ ტერიტორიაზე) | არქიტექტურის | გვიანდელი შუა საუკუნეები |
|
|
| ,,ღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესია. | გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით, 3 კმ-ის დაშორებით.) | არქიტექტურის | XVIII ს. |
| |
| 5. |
| კოშკი
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (სოფლის სამხ.აღმ-ით 400 მ-ზე, კალაურის ხევის მარცხენა ნაპირზე.
| არქიტექტურის | გვიანდელი შუა საუკუნეები.
|
|
| 6. |
| ,,ყვავის“ საყდარი
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაჩნაძიანი (სოფლის ჩრდ.აღმ.-ით 1,5კმ-ზე ვენახებში, ,,ულენჯიანად“ წოდებულ ადგილზე) | არქიტექტურის | გარდამავა-ლი ხანა |
|
|
| “ზურიას“ საყდარი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (სოფლის სამხ.-დას-ით 2 კმ-ზე, ,,გუჯიაურებად“ წოდებულ ტერიტორიაზე) | არქიტექტურის | გვიანდელი შუა საუკუნეები |
| |
|
| წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (სოფლის სამხრეთით (1 კმ. ,,გუჯიაურებად“ წოდებულ ტერიტორიაზე)
| არქიტექტურის | გვიანდელი შუა საუკუნეები |
| |
| 8. |
| ეკლესია | გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.ვაჩნაძიანი (სოფლის სამხრეთ-დასავლეთით2 კმ-ის დაშორებით- ე.წ.,,გუჯიაურებში“) | არქიტექტურის | XVIII ს. |
|
| 9. |
|
დარბაზული ეკლესია | ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხახალა-ჯვარი (ხახალა-ჯვრიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ) (ყოფ. დემურლო) | არქიტექტურის | XVII საუკუნე |
|
| 10. |
| კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი |
აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძველი აბაშა |
არქიტექტურის | XIX საუკუნე |
|
| 11. |
| ჭანტურიების საცხოვრებელი კომპლექსი |
ქ. აბაშა, მშვიდობის ქუჩა | არქიტექტურის / ეთნოგრაფი-ული | XIX საუკუნე |
|