კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება # 2/212
2015 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის #1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| |
|
ციხედიდის კომპლექსის ეკლესია |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძეგვი |
არქიტექტურის არქეოლოგიური |
XVII ს.
|
| |
|
„ღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესია |
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩალაუბანი |
არქიტექტურის |
განვითარე ბული შუა საუკუნეები
|
| |
|
,,სამკარიანის“ (წმინდა გიორგის) ეკლესია |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ.ვაზისუბანი |
არქიტექტურის |
VI საუკუნე. |
| |
|
„ნათლისმცემლის“ სახელობის ეკლესია |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ.ვაზისუბანი |
არქიტექტურის |
XIX საუკუნის მე- II ნახევარი. |
| |
|
წიწამურში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას აგებული მემორიალური კომპლექსი (ობელისკი, ბაქანი, კიბე, საყრდენი კედლები, წყარო) |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წიწამური |
არქიტექტურის / მემორიალური |
1937წ. 12 სექტემბერი |
| |
|
დედა-ღვთისას ეკლესია
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბარეული |
არქიტექტურის |
განვითარებული შუა საუკუნეები |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 14.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №2/212.
- სად არის „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, №2/212, 14.08.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2952576/