კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება № 2/297
2016 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
| სააგარაკო შენობა | ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი | არქიტექტურის | XX ს-ის დასაწყისი |
| 2. |
| უშაკოვის აგარაკი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი | არქიტექტურის | XX ს-ის დასაწყისი |
| 3. |
| სააგარაკო შენობა | ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი
| არქიტექტურის | XX ს-ის დასაწყისი |
| 4. |
| პომორსკის აგარაკი
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი | არქიტექტურის | XX ს-ის დასაწყისი |
| 5. |
| ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელი სახლი
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი | არქიტექტურის | XIX ს-ის დასასრული
|
| 6. |
| კოშკურიანი აგარაკი IV რაიონში | ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი | არქიტექტურის | XIX ს-ის დასასრული |
|
7.
|
| ზალენსკის აგარაკი
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი | არქიტექტურის | XIX ს-ის დასასრული |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 15.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №2/297.
- სად არის „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, №2/297, 15.09.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3400258/