საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.08.2005 ძალადაკარგული 13.02.2007
ნომერი
№1480
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.007635
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 19/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.635

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1480

2005 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონისა და ,,საქართვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს დებულე­ბის დამტკი­ცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების სა­ფუძ­ველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №1216 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2004 წ. №111, მუხ. 978).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის (შემდგომ­ში – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშ­ვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანო­ბასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი

1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურუ­ლი ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტე­ბის სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონ­მდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის მიერ;

ბ) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწი­ნებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის მიერ;

გ) არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

დ) გრანტებთან, სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულებების პროექტე­ბის, მიუხედავად მათი ღირებულებისა, სამართლებრივი ექსპერტიზა (იურიდიული დასაბუთება);

ე) ამ მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული პრო­ცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბა­მისად შესრულების დადასტურება და შესაბამისი სამარ­თლებრივი დასკვნის გაცემა;

ვ) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებების მომზადება;

ზ) კერძო სამართლის სფეროს რეფორმის მიზნით წინადადებების შემუშავება და კერძო სამართლის რეფორმის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტა­მენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბობიდან ათავისუფლაბს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ემორჩი­ლება მინისტრს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით, მინისტრის შესაბამის მოადგილეს.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებსა და ფუნქციებს დეპარ­ტამენტის მრჩევლებს შორის და აძლევს მათ შესაბა­მის მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარ­ტამენტის მრჩევლების მიერ თავიანთი სამსახუ­რებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში შემოსულ და მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;

ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მუშაო­ბისათვის;

ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეო­ბების შესრულებისას;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მრჩევლე­ბისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის და­კის­რების შესახებ წინადადებებს;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტა­რის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარ­ტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებ­ლად;

ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მრჩეველთა კვა­ლი­ფი­კაციის ამაღლების თაობაზე;

კ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.

5. უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლე­ბამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მრჩეველი.

    მუხლი 5. დეპარტამენტის მრჩევლები

1. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განი­საზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით.

2. დეპარტამენტის მრჩევლებს დეპარტამენტის უფ­როსის წარდგინების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მრჩევლები ასრულებენ დებულე­ბით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებსა და მოვალეობებს, რომლის განხორციელებისას ემორ­ჩილებიან დეპარტამენტის უფროსს.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.