საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1520 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.08.2005 ძალადაკარგული 11.01.2007
ნომერი
№1520
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.007641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 19/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.641

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1520

2005 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართვე­ლოს კანონისა მე-18 მუხლისა და საქართვე­ლოს ზო­გადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბა­მისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუს­ტი­­ციის მინისტრის 2004 წლის 26 მარტის №323 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახუ­რის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება

თავი 1. ზოგადი დებულება

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონ­მდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავა­ლებებით.

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები

    მუხლი 3

დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულე­ბითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან ურთიერთობა. საზოგადოების ინფორ­მირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.

 

 

 

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 5

დეპარტამენტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის ინფორმაციის უზრუნველყო­ფის სამმართველო.

    მუხლი 6

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.

    მუხლი 7

დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარ­ტამენტისა და სამინისტროს სისტემის შესაბამი­სი სამსახურების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამ­სა­ხურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავა­ლებებს;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გა­წეუ­ლი მუშაობის შესახებ;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარ­ტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებს მოწყობილობე­ბისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრუ­ლებლად;

ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომ­ლობს დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის კვალი­ფი­კაციის ამაღლების თაობაზე;

ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 9

დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვა­ლეობას ასრულებს სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 10

ინფორმაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი:

ა) ამზადებს პრესის მიმოხილვას იუსტიციის მინის­ტრისათვის ყოველდღიურად;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს იუსტიციის სამინის­ტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე;

გ) აგვარებს პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას;

დ) ავრცელებს ანონსებს პრესკონფერენციების, ბრი­ფინ­გებისა და შეხვედრების თაობაზე;

ე) ახდენს სამინისტროში გამართული ბრიფინგების, პრესკონფერენციების, შეხვედრების, სისტემაში მიმდი­ნარე სხვა გასაშუქებელი მოვლენების ვიდეო და ფოტო გადაღების უზრუნველყოფას;

ვ) პასუხისმგებელია სამინისტროს ფოტო და ვიდეო კადრების არქივის შექმნაზე;

ზ) ახდენს საინფორმაციო საშუალებებში იუსტიციის სამინისტროს თემატიკასთან დაკავშირებული სიუჟე­ტების ჩაწერას;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;

ი) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე მის მიერ შესრულებული სა­მუშაოსათვის.

    მუხლი 11

დეპარტამენტის მრჩეველი:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და სამ­მარ­­თვე­ლოს უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ბ) უზრუნველყოფს პრესკონფერენციებისა და ბრი­ფინგების მოწყობის დაგეგმვას;

გ) უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ანალიზს.

    მუხლი 12

დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13

დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, თანამ­დებობრივი ინსტრუქციებითა და კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 14

დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნება განისაზ­ღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მი­ნისტრი.

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტი­ციის მინისტრის ბრძანებით.