საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.09.2005 ძალადაკარგული 17.03.2008
ნომერი
№1553
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.007680
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 01/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.680

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1553

2005 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და სა­ქარ­თვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტი­ციის მინისტრის 2004 წლის 11 ოქტომბრის №1253 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამი­ნის­ტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერ­თობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2004 წ., №113, მუხ.1010).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ­ში – სამინისტრო) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტა­მენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინის­ტროს დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II

დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 3

1. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებ­თან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

გ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერ­თა­შო­რისო ხელშეკრულებების, მათ შორის საერთა­შო­რისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების შე­სახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქარ­თვე­ლოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრუ­ლება და/ან შესრულების კოორდინაცია;

ვ) დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების სავალდებულოდ აღიარების სამართლებრივი შედეგების შესახებ;

ზ) წინადადებათა შემუშავება სამინისტროს კომპე­ტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებებში მონაწილეობის შესახებ;

თ) დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრუ­ლების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამარ­თლებრივი შედეგების შესახებ;

ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადა­დების მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქ­მედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ;

კ) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართალთან, აგრეთვე ევროპის სამართალთან;

ლ) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინის­ტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუ­შავება;

მ) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანოთა სხდომებზე განსახილველ დოკუმენტებზე სამარ­თლებრივი დასკვნის მომზადება;

ნ) სამინისტროში საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;

ო) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონ­ფერენციის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია და თანამშრომლობის ორგანიზაცია;

პ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამარ­თლოსთან (შემდგომში – სსსს) თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორ­დინაცია და წარმომადგენლობის განხორციელება;

ჟ) მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოყვანის, აგრეთვე დადგენილი წესით აღნიშნულ საკითხებზე მინისტრისათვის წინადადების და დასკვნის წარდგენა;

რ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იური­დიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო და სის­ხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურ­თიერთ­დახმარების გაწევა საქართველოს საერთა­შორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად;

ს) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებუ­ლი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 4

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრუ­ლებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები საერთა­შორისო ხელშეკრულებათა პროექტების, ასევე საერთა­შორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონ­მდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამარ­თლებრივი შედეგების შესახებ;

ბ) მოამზადოს დასკვნები საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამარ­თლებრივი შედეგების შესახებ;

გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებ­თან და სხვა ქვეყნებთან;

დ) მიიღოს სსსს-ს/უცხო სახელმწიფოს თხოვნა თა­ნამშრომლობის/სამართლებრივი ურთიერთდახმარე­ბის შესახებ და უზრუნველყოს მათთვის თხოვნის შესრულების შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

ე) შეიმუშაოს წინადადება პირის სსსს-ს თვის/უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ;

ვ) წარუდგინოს მინისტრს წინადადებები სსსს-ს სტატუტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსსს-საგან მისი თხოვნის შესრულებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ;

ზ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბა­მისი სტრუქტურული ერთეულებისა და საქართველოს წარმომადგენლობებისაგან;

თ) განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცი­­ლე­­ბე­ლია ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებუ­ლი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრუ­ლებლად.

    მუხლი 5

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე. დეპარ­ტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს მინისტრის კურატორი მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

    მუხლი 6

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტა­მენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 7

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტა­მენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფ­ლე­ბა-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხის­მგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამ­სა­ხურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახუ­რეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეო­ბების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონ­ტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეუ­ლებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგა­ნოების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;

ზ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტა­მენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის მატერია­ლურ-ტექნიკური პირობების გაუმჯობესების შესახებ, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ლ) დეპარტამენტის სახელით გასცემს დასკვნებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამარ­თლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

    მუხლი 8

დეპარტამენტის სტრუქტურაშია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართვე­ლო;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაციის სამმართველო;

გ) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმა­რე­ბის სამმართველო.

    მუხლი 9

1. საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) დასკვნის პროექტის მომზადებას საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების სამართლებრივი შედეგების შესახებ;

გ) წინადადებების მომზადებას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებებში მონაწილეობის შესახებ;

დ) სამართლებრივი დასკვნის მომზადებას დამოუკი­დებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანოთა სხდომებზე განსახილველ დოკუმენტებზე;

ე) დასკვნის მომზადებას საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებათა მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამარ­თლებრივი შედეგების შესახებ;

ვ) წინადადების პროექტების მომზადებას სამი­ნისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშო­რისო ხელშეკრულებათა მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

2. საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაციის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) წინადადებების შემუშავებას საერთაშორისო სამართალთან, აგრეთვე ევროპულ სამართალთან საქარ­თველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქარ­თველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპუ­ლი ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზა­დების კოორდინირებას;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტი­კის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას;

ე) სამინისტროში საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზებას;

ვ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონ­ფერენციის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას;

ზ) სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფას უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებსა და ამოცანებს.

3. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახ­მარე­ბის სამმართველო თავისი უფლებამოსილების ფარ­გლებში ახორციელებს:

ა) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის ორგანიზებას საქართვე­ლოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმე­დი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მსჯავრდებულის გადაცემისა და მიღების, აგ­რეთვე დადგენილი წესით პირის გადაცემის საკითხებ­ზე მინისტრისათვის წარსადგენი წინადადე­ბების და დასკვნის მომზადებას;

გ) სსსს-სთან თანამშრომლობის, მასთან სხვა სახელ­მწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორ­დი­ნა­ციას და წარმომადგენლობის განხორციელების ორგანიზებას;

დ) წინადადების მომზადებას პირის სსსს-ს თვის გადაცემის შესახებ;

ე) წინადადების მომზადებას საერთაშორისო სამარ­თლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შეთან­ხმებათა დადების შესახებ;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებსა და ამოცანებს.

    მუხლი 10

დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელ­მძღვა­ნელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მი­ნისტრი.

    მუხლი 11

1. სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასა­ლებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხის­მგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხუ­რებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

 დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის კურა­ტორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფ­როსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.

თავი IV

დეპარტამენტის მოსამსახურეები

    მუხლი 12

1. დეპარტამენტის მოსამსახურეები – მრჩევლებსა და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნ­ქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან შე­საბამისი სამმართველოს უფროსს და დეპარტამენ­ტის უფროსს. დეპარტამენტის მოსამსახურეები ვალ­დებულნი არიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეო­ბის შესრულებისას დაიცვან სამსახურებრივი დისციპ­ლინა.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.