საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2004 ძალადაკარგული 07.04.2008
ნომერი
№245
სარეგისტრაციო კოდი
200010000.11.117.006450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ვებგვერდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.450

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №245

2004 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

დანართი 1

ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი:

უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილება, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ცოდნა, პერსონალის მართვის პრინციპების ცოდნა, უცხო ენის და კომპიუტერის ცოდნა.

2. კონსულტანტი, მთავარი სპეციალისტი:

უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის 3 წლის გამოცდილება, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის და კომპიუტერის ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის და კომპიუტერის ცოდნა.

4. კონსულტანტი (საქმისმწარმოებელი თანამშრომელი):

უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება, საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა. კომპიუტერული პროგრამების WORD-ის და EXCEL-ის ცოდნა.

5. კონსულტანტი (საკადრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი):

უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება, საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა.

6. ბუღალტერი:

უმაღლესი ეკონომიკური განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება. ბუღალტერიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა. კომპიუტერული პროგრამების WORD-ის და EXCEL-ის ცოდნა.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.04.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“?
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ მიღებულია 13.04.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №245. სარეგისტრაციო კოდი — 200010000.11.117.006450.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.04.2008-დან.
სად არის „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“, №245, 13.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006450 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1361105/