საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.885
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1170
2005 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მეხუთე პუნქტის და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელთა რიცხოვნ ო ბა განისაზღვროს 25 (ოცდახუთი) კაცის ოდენობით.
3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 18 ოქტომბრის №1-1/148 ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების შესახებ“ (სსმ III, 2004 წ., №114)
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია ,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ” და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების” შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. დეპარატ ა მენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
5. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
6. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 80.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქართველოში ტურისტების მოზიდვა, შიდა ტურიზმი, კურორტები და რეკრეაცია.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებაზე ზრუნვა, რომ ტურიზმი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული კეთილდღეობის მიღწევის უმნიშვნელოვანეს საშუალებას;
ბ) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება, განხორციელება;
გ) ტურიზმისა და კურორტების სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;
დ) საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის პოპულარიზაცია;
ე) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო პროფესიულ და სამომხმარებლო ბირჟებზე, გამოფენებსა და ბაზრობებზე;
ვ) კერძო სექტორისათვის დახმარების გაწევა ქვეყნის საგარეო იმიჯის პოპულარიზაციაში;
ზ) ტურიზმის სფეროში საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა;
თ) უცხოეთის ქვეყნებთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების მომზადებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) ტურიზმის განვითარების სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების, რეგიონების ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმების შემუშავება, განხორციელება და განხორციელების ხელშეწყობა;
ლ) ტურიზმისა და კურორტების სფეროში, მსოფლიოში აპრობირებული, ინსენტიური (წამახალისებელი და არა აკრძალვითი) მეთოდით სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვა;
მ) საქართველოს ტურისტული, საკურორტო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების მეშვეობით;
ნ) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის პროექტების შეთანხმებაში მონაწილეობა;
ო) ხალხური რეწვისა და სუვენირების წარმოების ხელშეწყობა;
პ) ბუნებრივი სამკურნალო რესურსების დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
ჟ) არსებული და პერსპექტიული კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამუშავება;
რ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხისა და სტატუსის შემუშავება;
ს) სხვა უწყებებთან ერთად ხელი შეუწყოს სასწავლო პროგრამებისა და დაწესებულებების შექმნას ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) დაგეგმვა-განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაში შედის დაგეგმვის, კურორტების განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება და საფინანსო-სამეურნეო განყოფილება;
ბ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომლის შემადგენლობაში შედის საერთაშორისო ტურიზმის განყოფილება და შიდა ტურიზმის განყოფილება.
2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დანაყოფებია:
ა) ტერიტორიული ორგანოები – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები;
ბ) წარმომადგენლობები უცხოეთის ქვეყნებში.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მართვა
1. დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზნშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
გ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის სახელით;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ტურიზმისა და კურორტების სფეროს განვითარებაზე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს;
ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს წარუდგენს წინადადებებს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
თ) პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ი) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის საშტატო განრიგს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს –განკარგულებებს;
ლ) დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, აყალიბებს ექსპერტთა საბჭოს და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მის უფლებამოსილებას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დაგეგმვა-განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახური – ახორციელებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, ტურიზმის განვითარების დაგეგმვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას, მათ შორის, უწყებათაშორისო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების გზით:
ა.ა) დაგეგმვა-განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის დაგეგმვის, კურორტების განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება – შეიმუშავებს წინადადებებს ტურიზმისა და კურორტების სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისათვის; უზრუნველყოფს დარგში სახელმწიფო რეგულირებას ინსენტიური მეთოდით (წამახალისებელი და არა აკრძალვითი); აგროვებს და აანალიზებს ტურიზმის სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს, ატარებს შესაბამის კვლევებს და აწარმოებს ეკონომიკურ ანალიზს; წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის ღონისძიებათა თაობაზე; სხვა უწყებებთან ერთად ხელს უწყობს სასწავლო პროგრამებისა და დაწესებულებების შექმნას ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. შეიმუშავებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხას; კოორდინაციას უწევს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამუშავებას; ახორციელებს სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმების მონიტორინგს;
ა.ბ) დაგეგმვა-განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის საფინანსო-სამეურნეო განყოფილება – ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; საქმისწამოების ერთიანი წესის შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპოდენციის დამუშავებასა და მოძრაობას, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულების კონტროლს; უზრუნველყოფს დეპარტამენტში უცხოეთის ქვეყნების დელეგაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა წარმომადგენლების მიღების ორგანიზაციას, მოქალაქეთა მიღებას, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას, კოორდინაციას უწევს საკადრო საკითხების რეგულირებას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს;
ბ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შეიმუშავებს მარკეტინგის სტრატეგიას; უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, დადებითი იმიჯის პოპულარიზაციას, შემოყვანის ტურიზმის საგარეო ხელშეწყობას და აწარმოებს PR-ს (,,პაბლიკ რელეიშენს”). ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით. იწვევს სხვადასხვა სპეციალისტებსა და ექსპერტებს ქვეყნის გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის საქართველოში აწყობს პრეს-ტურებსა და გაცნობით ტურებს; აწარმოებს სარეკლამო და საინფორმაციო (ფოტო და ვიდეო) მასალების შეგროვებასა და მათი არქივის შექმნას, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში აწყობს საქართველოს პრეზენტაციებს, სემინარებსა და ლექციებს:
ბ.ა) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საერთაშორისო ტურიზმის განყოფილება ორგანიზებას უწევს საქართველოს მონაწილეობას უცხოეთში მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, ბირჟებში კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; უზრუნველყოფს სარეკლ ა მო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებასა და გავრცელებას. უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული ბაზრების მარკეტინგული კვლევების წარმოებას და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ.ბ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შიდა ტურიზმის განყოფილება ორგანიზებას უწევს საქართველოში გამოფენების, ბაზრობების, კონფერენციებს, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობას; უზრუნველყოფს შიდა ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლ ა მო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებასა და გავრცელებას. უზრუნველყოფს შიდა ტურისტული ბაზრების მარკეტინგულ კვლევებს და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ორგანიზებას უწევს ქვეყნის ტერიტორიაზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების შექმნასა და ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას;
გ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები იქმნება ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში. ცენტრის საქმიანობის ძირითადი სფეროა შიდა ტურიზმი, ტურისტების ქვეყნაში მოზიდვა, კურორტები და რეკრეაცია. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ცენტრის ძირითადი ამოცანებია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა), არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და ა. შ., ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებისათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა; რეგიონის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემა; რეგიონული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად ტურიზმისა და კურორტების მიერ გადაცემული აქვს ბალანსზე რიცხული ქონება; ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო საოპერაციო ხარჯები გაიცემა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან;
დ) წარმომადგენლობები უცხოეთის ქვეყნებში – ახორციელებენ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, საერთაშორისო იმიჯის პოპულარიზაციისათვის ინფორმაციის გავრცელებას; სარეკლამო კ ა მპანიის წარმოებას; საერთაშორისო გამოფენებსა და ბირჟებში საქა რ თველოს მონაწილეობის ხელშეწყობასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე.
მუხლი 6. დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს.
მუხლი 7. მატერიალური უზრუნველყოფა
დეპარტამენტს თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად გადაცემული აქვს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება, საბიუჯეტო სახსრები.
მუხლი 8. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.