საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №246 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო პროგრამის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.451
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №246
2004 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო პროგრამის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნათა თანდართული პროგრამა.
2. ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება ადმინისტრაციული სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებზე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
დანართი 1
ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა
I. საქართველოს კონსტიტუცია
1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს უზენაესი კანონი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებთან; საქართველოს მოქალაქეობა; ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. საქართველოს პარლამენტი, მისი შემადგენლობა, არჩევის ვადა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.
4. კანონპროექტის ან დადგენილების მიღება; საკანონმდებლო ინიციატივის უფლება; კონსტიტუციის შესწორების მიღებულად ჩათვლა; კანონის ძალაში შესვლა.
5. საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს სახელმწიფო მეთაური.
6. საქართველოს მთავრობა.
7. სასამართლო ხელისუფლება; მოსამართლე; საკონსტიტუციო სასამართლო.
8. სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, მისი მიღების წესი.
10. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურა, მისი შემოღების წესი.
11. გადასახადებისაგან გათავისუფლება.
12. საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა.
II. საგადასახადო კოდექსი
1. საქართველოს საგადასახადო სისტემა
2. გადასახადების დაწესებისა და გადახდევინების სამართლებრივი საფუძვლები
3. საგადასახადო კანონმდებლობა
4. გადასახადის ცნება
5. საშემოსავლო გადასახადი
6. მოგების გადასახადი
7. გადასახადის დაკავება გადახდის წყაროსთან
8. საერთაშორისო დაბეგვრა
9. გადასახადების ადმინისტრირების წესები
10. დამატებული ღირებულების გადასახადი
11. აქციზი
12. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი
13. საწარმოთა ქონების გადასახადი
14. მიწის გადასახადი
15. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი
16. გადასახადი ქონების გადაცემისათვის
17. გადასახადი მემკვიდრეობისა და ჩუქებისათვის
18. გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისათვის
19. სოციალური დაზღვევის გადასახადი
20. გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
21. გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის
22.გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის
23. ფიქსირებული გადასახადი
24. მცირე ბიზნესის გადასახადი
25. ადგილობრივ გადასახადები
26. გადასახადების ადმინისტრირების წესები
III.საქართველოს საბაჟო კოდექსი
1. საქართველოს საბაჟო პოლიტიკია
2. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით
3. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი)
4. საქონლის რეიმპორტი
5. საქონლისა და\ ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი
6. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა
7. უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმი
8. საქონლის გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე
9. საქონლის გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ
10. საქონლის დროებითი შემოტანა და\ ან გატანა
11. თავისუფალ საბაჟო ზონასა და თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსება და\ ან გამოყენება
12. საქონლის გადამუშავება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ
13. საქონლის ექსპორტი
14. საქონლის რეექსპორტი
15. საქონლის განადგურება
16. სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმა
17. სატრანსპორტო საშუალებებითა და ცალკეული სახეობის საქონლით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა
18. საბაჟო გადასახდელები
19. საბაჟო გაფორმება
20. დეკლარირება
21. წინასწარი ოპერაციები
22. დროებითი შენახვა
23. საბაჟო ბროკერი
24. საბაჟო გადამზიდველი
25. საბაჟო კონტროლის განხორციელება
26. საბაჟო შეღავათები
27. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები
28. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება
29. საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა
30. ინფორმირება და კონსულტირება
31. საბაჟო საქმიანობის ორგანიზაცია
32. საქართველოს საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეები
IV. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”
1. საჯარო სამსახურის სახეები.
2. მოხელის ცნება და სახეები. სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები.
3. დამხმარე მოსამსახურის ცნება.
4. შტატგარეშე მოსამსახურის ცნება.
5. თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.
6. მოხელის გამოსაცდელი ვადა.
7. საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები.
8. სამუშაო დრო და დასვენების დრო.
9. მოსამსახურის შვებულება.
10. სწავლის ხარჯების ანაზღაურება.
11.სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი.
12. წახალისების ფორმები. სამსახურებრივი დაწინაურების წესი. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა.
13. გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო. სამსახურიდან გათავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო. გათავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო. გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
V. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ძირითადი დებულებები, მიზნები და ამოცანები.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო, ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულება და ხარჯები.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული პირადი, კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების ცნება და ზოგადი დებულებები.
VI. სხვა საკანონმდებლო აქტები
1. საქართველოს კანონი – საბიუჯეტო სისტემების შესახებ;
2. საქართველოს კანონი – სახელმწიფო ვალის შესახებ ;
3. საქართველოს კანონი – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
4. საქართველოს კანონი – გრანტების შესახებ;
5. საქართველოს კანონი – ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ;
6.საქართველოს კანონი – ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ;
7. საქართველოს კანონი – ფინანსური პოლიციის შესახებ;