საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2002 ძალადაკარგული 29.09.2004
ნომერი
№204/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.11(1).190.005433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 26/07/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.433

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის

ბრძანება №204/ნ

2002 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულება (დანართი).

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ა. გამყრელიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულება

 

I. ზოგადი დებულება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც ასრულებს სახელმწიფო ამოცანებს სოციალურ სფეროში, ორგანიზაციას უწევს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას და ეწევა საქმიანობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული კომპენტენციის ფარგლებში.

2. დეპარტამენტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, პარლამენტის დადგენილებებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, სხვა კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით.

3. დეპარტამენტის ფუნქციონირების მიზანია:

ა) ჯანდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-გატარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობა, წინადადებების ფორმირებისა და შესაბამისი ქმედებების (მეთოდური, ინსტრუქციული სწავლებითი და სხვა) გატარების გზით;

ბ) საზოგადოებრვი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება მისი დანერგვის ეტაპების მიხედვით, როგორც ერთიანი ჯანდაცვითი სტრუქტურის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ჯანსაღი და უსაფრთხო ფიზიკური გარემოს, ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის შენარჩუნება და განვითარება;

გ) ადამიანური რესურსების განვითარების, სამედიცინო-სოციალური საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების, სამედიცინო მეცნიერებისა და საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფის გზით ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის, ეპიდემიოლოგიური, ჯანდაცვის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის) რეფორმირება-სრულყოფა.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს მის საქმიანობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

5. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ტვიფარი საკუთარი დასახელებით.

6. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

7. დეპარტამენტის ადილსამყოფელია: თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა.

 

II. დეპარტამენტის ამოცანები

8. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა-განვითარება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადამდები (განსაკუთრებით საკარანტინო) დაავადებების აღმოცენების, შემოტანის, გავრცელების ეპიდსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაცია-გატარების ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გადამდები და არაგადამდები დაავადებების აღმოცენება-გავრცელების შესახებ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, ავადობის შესწავლის და პროგნოზირების ორგანიზება და მართვა;

დ) საქართველოს მოსახლეობის ავადობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემების მიღება-მოპოვების ორგანიზაცია;

ე) მოსახლეობაში, მ.შ. ცალკეულ მიზნობრივ ჯგუფებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიებათა დამკვიდრების ორგანიზაცია;

ვ) სახელმწიფო („ცენტრალური”) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ორგანიზაცია-განხორციელება;

ზ) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი, დაავადებათა პროფილაქტიკის, სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის მუნიციპალური) პროექტების ფორმირების ხელშეწყობა, შეთანხმება;

თ) ნოზიკომიური ინფექციების მონიტორინგის წარმოების ორგანიზაცია;

ი) პირველადი ჯანდაცვის, როგორც საზოგადოების ჯანმრთელობის საჭიროებებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების ხელშეწყობა;

კ) პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მწარმოებელთა ოპტიმალური სისტემის, ფორმების შექმნის, განვითარების და დამკვიდრების ხელის შეწყობა;

ლ) ზოგადი პროფილის (ოჯახის ექიმის) და სხვა სამედიცინო პერსონალის განათლების ადეკვატური სისტემის შექმნასა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა-ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში პირველადი სამედიცინო მომსახურების ქსელში ზოგადი პროფილის /ოჯახის/ ექიმების და ექთნების მომზადება-გადამზადებისა და სწავლების ხელშეწყობა;

ნ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პირველად დონეზე მომსახურებას საექთნო, აგრეთვე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული სოციალური და სხვა დამხმარე მუშაკების ინსტიტუტების (მეთოდოლოგიური, სასწავლო-პრაქტიკული და ინფრასტრუქტურული) ფორმირების და განვითარების ხელშეწყობა;

ო) მოსახლეობის ყველა ფენისათვის საზოგადოებრვი ჯანდაცვითი მომსახურების ხელმისაწვდომი ბაზისური პაკეტის შემუშავება-დანერგვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

პ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სამედიცინო მომსახურების მწარმოებელთა ინტეგრირების მექანიზმებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება და მათი დანერგვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) სხვა სამედიცინო-სოციალური სამსახურისა და სოციალური დახმარების სამსახურების ინტეგრირების მექანიზმების შემუშავება-დანერგვაში მონაწილეობა;

რ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასება და ცვლილებათა შესახებ წინადადებების შემუშავება, ფორმირება, ანალიზი. კომპეტენციის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა ხელშეწყობა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;

ს) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების სტანდარტების ხარისხის და შეფასების ინდიკატორების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ტ) კვლევითი სამუშაოების წარმოების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიონალური პრაქტიკების, მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და შესაბამისი სტრუქტურების ფორმირების მიზნით;

უ) სოციალური მარკეტინგის წარმოება, ჯანსაღი საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა ფორმირების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებათა ეფექტური განხორციელების მიზნით;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა, რაც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის რეკომენდირებული სქემებით მეთოდურ-პრაქტიკული დახმარების გაწევას და მოსახლეობის გათვითცნობიერებას მედიკამენტების არადანიშნულებით მოხმარების საქმეში;

ქ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროგრამების შემუშავება და რეალიზაციის ხელშეწყობა;

ღ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების ხელშეწყობა;

ყ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ორგანიზაციულ-მარეგლამენტირებელი და სხვა მეთოდური ხასიათის პროექტების შემუშავება;

შ) სამედიცინო და სხვა ხასიათის ინფორმაციის მიღება, შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების წარმოების ხელშეწყობა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ჩ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციულ-მმართველობით ღონისძიებათა, მ.შ. პროგრამული მართვის ოპტიმიზაცია, შეფასებისა და მონიტორული-ზედამხედველობითი სისტემების ფორმირების ორგანიზაცია-ხელშეწყობა.

 

III. დეპარტამენტის ფუნქციები

9. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ავადობის გამომწვევი მიზეზების მონიტორინგის უზრუნველყოფის ორგანიზაცია;

ბ) წინადადებების შემუშავება მოსახლეობის ცხოვრების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ როგორც ცალკეულ რეგიონებში, ასევე მთელ ქვეყანაში მოსალოდნელი ან არსებული ეპიდსიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით;

       გ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროფილაქტიკური პროგრამების (მათ შორის მუნიციპალური მინიმუმის) შედგენასა და შეთანხმებაში მონაწილეობა;

დ) დამტკიცებული სახელმწიფო პროფილაქტიკური პროგრამების განხორციელების ორგანიზაცია-მართვა;

ე) წინადადებების შემუშავება და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან წარდგენა სახელმწიფო პროგრამების დროებით ან სრულად შეწყვეტის ან მათი შეცვლის (განახლების) შესახებ საჭიროების შემთხვევაში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაავადებათა კერებში ოპერატიული სამუშაოების, მათი ლიკვიდაციის ღონისძიებების შემუშავების და განხორციელების ორგანიზაცია-გატარების ხელშეწყობა ეპიდაფეთქებების დროს;

ზ) დაავადებათა სპეციფიკური პროფილაქტიკის და მკურნალობის ხარისხის შეფასების ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო სამედიცინო ინფორმაციის (მ.შ. სტატისტიკური), ინფორმაციული სისტემების ფორმირებისა და წარმოების ორგანიზაცია;

ი) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოსახლეობის ავადობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება;

კ) მასობრივი ინფორმაციისა და სხვა სპეციფიკური საშუალებებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფართო საგანმანათლებლო-ინფორმაციული მუშაობის ორგანიზაცია მთელ მოსახლეობასა და ცალკეულ მიზნობრივ ჯგუფებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიის განხორციელების მიზნით დიპლომისშემდგომი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა;

მ) კლინიკური და პროფილაქტიკური სტრატეგიებისა და შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობა;

ნ) საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური მარკეტინგის კამპანიების ხელშეწყობა;

ო) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება-კოორდინაცია;

პ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის თანამედროვე მოდელების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დარგთაშორისი კოლაბორაციის განხორციელების ხელშეწყობა (გარემოს დაცვის, საკვები პროდუქტების, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და სხვ.);

რ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა;

ს) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ორაგნიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

ტ) საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;

უ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციულ-მმართველობითი ღონისძიებების გატარება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

 

IV. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

10. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვითი სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების პროექტების შემუშავებაში (წინადადებები, მითითებანი), გასცეს შემუშავებულ პროექტებზე დასკვნები;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს ჯანდაცვის სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები; განახორციელოს სახელმწიფო ცენტრალური და სხვა სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების ორგანიზაცია და მართვა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) დასახული მიზნების მიღწევისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის მოიწვიოს დარგობრივი ექსპერტები, კონსულტანტები და სხვ.;

დ) წარადგინოს წინადადებები შესაბამის ორგანოებში კონკრეტული გადაწყვეტილებების დროებით შეჩერების ან გაუქმების შესახებ, თუკი მათი განხორციელება იწვევს მოსახლეობაში ავადობის მატებას;

ე)) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დასვას საკითხი შესაბამის ინსტანციებში ინფორმაციათა მიუწოდებლობისა და (ან) გაყალბების შემთხვევაში;

ვ) ძირითადი ამოცანების შესასრულებლად კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებით დადოს ხელშეკრულებები როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებთან;

ზ) განახორციელოს მისთვის აუცილებელი სამედიცინო-კვლევითი და სხვა სამუშაოები;

თ) დაამუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საზოგადოებრივი ჯანდაცვით პროცესებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია დადგენილი წესის მიხედვით;

ი) გადამდებ დაავადებათა კერის ლიკვიდაციისათვის მოსთხოვოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დასახული ღონისძიებების შესრულება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სათანადო ორგანოებს;

კ) შეამოწმოს და მიიღოს ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებში გადამდებ დაავადებათა სპეციფიკური პროფილაქტიკისა და მკურნალობის მდგომარეობის შესახებ;

ლ) დადგენილი წესით განახორციელოს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში;

მ) იყოს მოსარჩლე და მოპასუხე სასამართლოში;

ნ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა ეპიდკონტროლის სამუშაების ორგანიზაცია-გატარებაში.

 

V. დეპარტამენტის ვალდებულებანი

11. დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით მოსახლეობაში იმუნიზაციის პროცესის ორგანიზაცია დადგენილი წესისა და კალენდრის მიხედვით;

ბ) უზრუნველყოს მართვად და არამართვად ინფექციათა მიმართულებებით პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზაცია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით;

გ) ხელი შეუწყოს დადგენილი წესით სამედიცინო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას და სათანადო ინფორმაცია წარუდგინოს ზემდგომ ორგანოებს;

დ) უზრუნველყოს დაავადებათა პროფილაქტიკის სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და განვითთარება;

ე) უზურნველყოს განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების ბუნებრვი კერების ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტიური მეთვალყურეობის განხორციელება და სხვა სათანადო უწყებრივ სამსახურებთან ერთად;

ვ) ეპიდსაშიში სიტუაციის წარმოქმნისას უზრუნველყოს აუცილებელი ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია დარგთაშორისი ურთიერთობების გამოყენებით;

ზ) დასამტკიცებლად წარუდგინოს დადგენილი წესით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დეპარტამენტის მუშაობის ძირითადი მიმართულებანი, მიმდინარე და წლიური ანგარიშები;

თ) პროგრამების მართვისა და ორგანიზაციის სრულყოფისათვის სისტემატურად შეიმუშაოს წინადადებები და მეთოდურ-ინსტრუქციული პროექტები მათი ოპტიმიზაციის მიზნით.

 

 

VI. დეპარტამენტის მართვა

12. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

13. დეპარტამენტის უფროსი პერსონალურად პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის შედეგებზე და უშუალოდ ანგარიშვალდებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.

14. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

15. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე, ასრულებენ მითითებებს და ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს.

16. დეპარტამენტის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტის სტრუქტურულ და საშტატო ერთეულის ინსტრუქციების შემუშავებაში.

17. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენლი წესის შესაბამისად განაგებს დეპარტამენტის ქონებასა და სახსრებს.

 

VII. ეკონომიკური ურთიერთობანი

18. დეპატამენტი ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

19. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტიდან და შესაბამისად სახელმწიფო ცენტრალური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამების მართვა-განხორციელებისათვის გამოყოფილი პროგრამული სახსრების ხარჯზე.

 

VIII. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.