საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2009 ძალადაკარგული 07.09.2009
ნომერი
№544
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.013378
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 06/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.378

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

ბრძანება №544

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის №219 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.  

ნ. გვარამია