საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.469
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №270
ქ. თბილისი
„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე და 210 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზი”.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
ზ. ნოღაიდელი
შემთხვევითობის აზარტულ თამაშებზე გადასახადის გადახდის ნიშნის ესკიზი
1. შემთხვევითობის აზარტულ თამაშებზე გადასახადის გადახდის შესახებ ნიშნები ხუთი ტიპისაა: (თან ერთვის)
ა) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო აპარატების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „სათამაშო აპარატი”;
ბ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო მაგიდების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „სათამაშო მაგიდა”;
გ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ტოტალიზატორის სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „ტოტალიზატორი”;
დ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ბინგოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „ბინგო”;
ე) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ლოტოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „ლოტო”.
2. გადასახადის გადახდის ნიშნებში გამოიყენება 4 ფერი;
ა) სათამაშო აპარატებისათვის – მუქი ლურჯი, წითელი, რუხი და იისფერი;
ბ) სათამაშო მაგიდებისათვის – მუქი წითელი – წითელი, რუხი და იისფერი;
გ) ტოტალიზატორის სალაროებისათვის – მუქი ყვითელი – წითელი, რუხი და იისფერი
დ) ბინგოს სალაროებისათვის – მუქი მწვანე, წითელი, რუხი და იისფერი
ე) ლოტოს სალაროებისათვის – მუქი ყავისფერი, წითელი, რუხი და იისფერი
3. გადასახადის გადახდის ნიშანი გაყალბებისაგან დაცულია სპეციალური ელემენტებით.
4. გადასახადის გადახდის ნიშანს გააჩნია სერია, ნომერი და გადასახადით დაბეგვრის პერიოდების აღნიშვნები. ნიშანზე შეტანილია ნიშნის ქვედა ნაწილში კალენდარული თვეების აღმნიშვნელი 1-დან 12-მდე ციფრების სახით.
5. გადასახადის გადახდის ნიშანი, წარმოადგენს ფირნიშს, რომელიც დამზადებულია წებოვანი მასალისაგან და მისი აძრობის შემთხვევაში ზიანდება.
6. გადასახადის გადახდის ნიშნის ზომებია – 60 X95მმ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე“?
- „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე“ მიღებულია 16.04.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №270. სარეგისტრაციო კოდი — 200010000.11.117.006469.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.10.2008-დან.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე“, №270, 16.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006469 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1362405/