საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.09.2005 ძალადაკარგული 11.07.2006
ნომერი
№1554
სარეგისტრაციო კოდი
010240030.11.106.005173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 01/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.681

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1554

2005 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სა­მი­­ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს მთავარი კანცელარიის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებუ­ლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტი­ციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის №77 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №19, მუხლი 181).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის სტრუქ­ტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებუ­ლებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. მთავარი კანცელარიის სტატუსი

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარია (შემდგომ – მთავარი კანცელარია) არის სა­ქარ­თვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. მთავარი კანცელარია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

3. მთავარ კანცელარიას აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს ფერადი გერბიანი ბეჭედი და შტამპი.

    მუხლი 3. მთავარი კანცელარიის ამოცანები

მთავარი კანცელარიის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

ბ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორ­მაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

დ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზ­რუნველყოფა;

ვ) სამინისტროს მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.

    მუხლი 4. მთავარი კანცელარიის ფუნქციები

მთავარი კანცელარიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება სამინის­ტროს ხელმძღვანელობისთვის;

ბ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობის კონტროლის რეგულირება;

გ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუ­შავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;

დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;

ე) არქივში დაცული დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად მოძიება და ასლების გაცემა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებუ­ლი საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორის კონტროლი;

ზ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია. ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართვე­ლოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენ­ტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის” შესაბამისად საიდუმლო კორესპოდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგა­ნიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების (გარდა საკად­რო ხასიათის აქტებისა) რეგისტრაცია და შენახვა.

    მუხლი 5. მთავარი კანცელარიის კომპეტენცია

1. მთავარ კანცელარიას უფლება აქვს:

ა) აკონტროლოს და მოსთხოვოს სტრუქტურულ ქვე­და­ნაყოფებს სამინისტროში დოკუმენტებზე მუ­შაობის დადგენილი წესების დაცვა;

ბ) გამოითხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს შემადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისაგან საქმისწარმოების შესახებ საჭირო ინფორ­მაცია;

გ) შეამოწმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და შედეგები შეატ­ყობინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვა­ნელობას შესაბამისი ზომების მისაღებად;

დ) შეიმუშაოს საქმისწარმოების ინსტრუქცია;

ე) დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვა­ნელობას წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ზომე­ბის მისაღებად;

ვ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ხელმძღვა­ნელობის მიერ იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მეთოდების სრულ­ყოფას.

    მუხლი 6. მთავარი კანცელარიის უფროსი

1. მთავარ კანცელარიას ხელმძღვანელობს მთავა­რი კანცელარიის უფროსი.

2. მთავარი კანცელარიის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

3. მთავარი კანცელარიის უფროსი ანგარიშვალ­დებულია მინისტრის წინაშე.

4. მთავარი კანცელარიის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი კანცელარიის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს მთა­ვარი კანცელარიის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზას აძლევს დოკუმენტებს;

დ) აბარებს მინისტრს მთავარი კანცელარიის მუ­შაობის ანგარიშს;

ე) მეთოდურ მითითებებს აძლევს სამინისტროს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფების საქმისმწარმოებ­ლებს;

ვ) მთავარი კანცელარიის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წარუდგენს მინისტრს შესაბამის წინადადებებსა და მოსაზრებებს;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერია­ლური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომ­ლებიც საჭიროა მთავარი კანცელარიის ამოცანების შესასრულებლად;

თ) კონტროლს უწევს არქივის მუშაობას, ამოწმებს არქივიდან გასაცემი დოკუმენტების სისწორეს;

ი) უზრუნველყოფს „საქართველოს ზოგადი ადმი­ნისტრაციული კოდექსის” მე-80 მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით განცხადებების განხილვასა და გადაგზავნას უფლებამოსილ ადმინის­ტრაციულ ორგა­ნოში;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მი­ნის­ტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

5. კანცელარიის უფროსის მიერ თავისი სამსა­ხურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძ­ლებ­ლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორ­ციელებს მთავარი კანცელარიის მრჩეველი, კანცელა­რიის უფროსის დავალებით, მინისტრთან შეთან­ხმებით.

    მუხლი 7. მთავარი კანცელარიის მოსამსახურეები

მთავარი კანცელარიის მოსამსახურეებს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

მთავარი კანცელარიის დებულებაში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინის­ტრის ბრძანებით.