საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.006.868
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1426
2004 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის თანდართული დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 5 მარტის №87 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. დეპარტამენტს აქვს მრგვალი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია წარწერა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი და ბეჭდის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
II. დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
5. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების, ფონდების ფილიალებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელება;
ბ) უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების, იურიდიული პირის ფილიალების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი;
დ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა;
ვ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
ზ) თავისი კომპეტენციის ნაწილში სახელმწიფო რეესტრის მართვის სამსახურების საქმიანობის კონტროლი.
6. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების, ფონდების ფილიალების, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა, სამართლებრივი ექსპერტიზა, სარეგისტრაციოდ მომზადება, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადების, შეკეთებისა და მათით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიების აღრიცხვა;
გ) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის გაცემის მომზადება და გაცემული ნებართვების აღრიცხვა;
დ) მაკონტროლებელ ორგანოთა განცხადებების განხილვა, მათი რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემის უზრუნველყოფა და მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ე) კანონით დადგენილი წესით სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმიანობის თავიანთ წესდებასთან შესაბამისობის კონტროლი, მათი ხელმძღვანელი ორგანოებისაგან გადაწყვეტილებათა, დადგენილებათა, ინსტრუქციული, ინფორმაციული წერილებისა და სხვა დოკუმენტების გამოთხოვის გზით;
ვ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღება, კონსულტაციების გაწევა, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება;
თ) დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფისათვის სისტემატური ანალიტიკური საქმიანობა;
ი) სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
კ) ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოება, გამოქვეყნება;
ლ) საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების სახელმწიფო რეესტრის წარმოება.
III. დეპარტამენტის სტრუქტურა
7. დეპარტამენტის სტრუქტურაშია:
ა) სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველო;
ბ) ლიცენზირების სამმართველო.
8. სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების, ფონდების ფილიალების, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციოდ მომზადებას და სახელმწიფო რეგისტრაციას;
ბ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს;
გ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, კონსულტაციების გაწევას, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას;
დ) იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციისაგან მათ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვას და მათთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მიღებას ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისაგან;
ე) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოებას.
9. ლიცენზირების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებელთა დოკუმენტაციის განხილვას, შესაბამისი ბრძანების პროექტებისა და სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის მომზადებას;
ბ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, კონსულტაციების გაწევას, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას;
გ) სამმართველოს მუშაობის სრულყოფისათვის სისტემატურ ანალიტიკურ საქმიანობას;
დ) ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ე) სახელმწიფო და უწყებრივი სალიცენზიო რეესტრების წარმოებას.
IV. დეპარტამენტის მოხელეები
10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, დეპარტამენტის მოხელეებს შეადგენენ დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის შიდა სტრუქტურული ერთეულების უფროსები და მრჩევლები.
11. დეპარტამენტის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
V. დეპარტამენტის უფროსი
12. დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
13. დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობს სამუშაო გეგმების, მეთოდიკის, რეკომენდაციების, ინსტრუქციების და წესების მომზადებას, უზრუნველყოფს დეპარტამენტში შრომის დისციპლინის დაცვას, უშუალოდ მონაწილეობს დეპარტამენტის ფუნქციების განხორციელებაში.
14. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ამოწმებს, ვიზას ადებს და ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტს;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;
ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებას დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, დეპარტამენტის თანამშრომლების პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ხელს აწერს სარეგისტრაციო დოკუმენტებს (რეგისტრაციის მოწმობის გარდა), ვიზირებას უკეთებს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
15. დეპარტამენტის უფროსს უფლება აქვს თანამდებობრივი მოვალეობების განხორციელებისას შეამოწმოს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსისა და მრჩევლის მიერ წარმოებული მასალები და მისცეს შესაბამისი მითითებები მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მისცეს სამმართველოს უფროსსა და მრჩეველს სხვა დავალებები, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობასთან.
თავი VI. სამმართველოს უფროსი და მრჩეველი
16. სამმართველოს უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვა-ლეობების შესრულებას;
გ) ამოწმებს, ვიზას ადებს და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენს სამმართველოს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას;
ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს სამმართველოს შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მათი წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსის წინაშე იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) უზრუნველყოფს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, კონსულტაციების გაწევას, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას;
თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
17. სამმართველოს უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება მინისტრს, შესაბამის მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს.
18. დეპარტამენტის მრჩეველი:
ა) განიხილავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების, ფონდების ფილიალების, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და განცხადებებს მათი რეგისტრაციის თაობაზე, ატარებს აღნიშნული მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს მათზე დასკვნას;
ბ) აწარმოებს რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გადამუშავებასა და შენახვას, ქმნის შესაბამის მონაცემთა ბანკს;
გ) ამზადებს მონაცემებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეესტრის წარმოებისათვის;
დ) დადგენილი წესით აფორმებს რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმეებს, უზრუნველყოფს მის არქივში გადაცემას;
ე) გასცემს რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს, კერძოდ დადგენილი ნიმუშის მოწმობას და ზონარგაყრილი წესდების ეგზემპლარს, დამოწმებულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ბეჭდით;
ვ) აწარმოებს ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებელთა დოკუმენტაციის განხილვას და კანონმდებლობის შესაბამისად დასკვნის მომზადებას;
ზ) აწარმოებს გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვას, ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის აღწერას, დამუშავებასა და შენახვას;
თ) უზრუნველყოფს ლიცენზიებისა და ნებართვების სახელმწიფო რეესტრისა და უწყებრივ სალიცენზიო და სანებართვო რეესტრის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;
კ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით განიხილავს წერილებს, საჩივრებს, მომართვებს, განცხადებებს და ამზადებს მათ შესახებ პასუხებს, დასკვნებს.
19. დეპარტამენტის მრჩეველი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს, აგრეთვე შესაბამისი სამმართველოს უფროსს.
VII. დასკვნითი დებულებები
20. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.