საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №22 ,,კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
220010000.08.009.006534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 25/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.534

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №22

2004 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,კომერციული ბანკების მიერსაქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის7 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობისა და ლარის მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

,,კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე III, №61, 15.06.2004წ., მუხლი 533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 0 პროცენტი;”.

2. პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 11 პროცენტი;”.

3. პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 2 პროცენტი;”.

4. პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 2 პროცენტი.”.

5. პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. მიმდინარე წლის ივნისის მესამე დეკადის განმავლობაში კომერციული ბანკებისათვის უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ზედმეტად რიცხული თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნებამდე, საკორესპონდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის გაანგარიშებაში ჩაითვალოს უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხები, უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების 2%-ის ოდენობით.”.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 21 ივნისიდან.

 ი. მანაგაძე