კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.09.109.006.073
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №40
2003 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, მონეტარული ფონისა და საბანკო სისტემის ფუნქციონირებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით მიღებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესი ს” თანახმად, დადგინდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემდეგი ნორმები:
ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 9 პროცენტი;
ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 13 პროცენტი;
ვ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 4 პროცენტი;
გ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 0 პროცენტი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 4 ივლისის №30 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2003 წლის 20 სექტემბრიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო თავმჯდომარ ის მ/შ ი. კალულია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.06.2004.
- როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“?
- „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 12.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 220010040.09.109.006073.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.06.2004-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“, №40, 12.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 220010040.09.109.006073 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1367561/